აშშ-ში მყოფი თალაკვაძე ამტკიცებს, რომ სასამართლო რეფორმას სამოქალაქო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს
საქართველოს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმას საზოგადოების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს სასამართლო რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა. მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება და მაღალი მხარდაჭერით, მას აუცილებლად დავამტკიცებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმას ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი", — განაცხადა თალაკვაძემ.
გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, თალაკვაძემ ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზეც. მისი თქმით, ამ რეფორმას ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერით ატარებს.
"ჩვენ ერთად მოვახერხეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა, ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა საზოგადოებამ, რომ საქართველო უკვე მზად არის, გადავიდეს სრულიად ახალი ტიპის გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე", — განაცხადა მან.
სასამართლო რეფორმას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მწვავე პროტესტი მოყვა. არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებდნენ, რომ სასამართლოში კლანური მმართველობაა, რომელსაც ხელისუფლება ლობირებს. მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცეს არაერთი საპროტესტო აქცია და განცხადება მოყვა. აღსანიშნია ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიასა და მისი მხარდაჭერების განცხადებებიც. სასამართლო სისტემის რეფორმაზე შეუთანხმებლობის გამო მათ პარტია დატოვეს.
რაც შეეხება საარჩევნო პროპორციულ სისტემას, ეს გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. პროპორციული სისტემის დანერგვა აქცია #სირცხვილიას მოთხოვნა იყო.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები