თადუმაძე ჯანეზაშვილს: ჩვენ შორის მე უფრო მაგარი იურისტი ვარ
უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა და გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უთხრა, რომ სასამართლო სისტემას მასზე უფრო იცნობს. თადუმაძის განმარტებით, მას სასამართლოსთან უფრო ხშირი შეხება აქვს. გარდა ამისა, მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა, რომ გასაუბრებაზე მომზადებული არ მისულა.
უკვე რამდენიმე დღეა იუსტიციის საბჭო უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებს ატარებს. დღეს, 23 ივლისს საბჭოს წევრები მოსამართლეობის მსურველს, შალვა თადუმაძეს ესაუბრებიან.
ჯანეზაშვილმა თადუმაძეს ჰკითხა თუ წაუკითხავს სასამართლო სისტემის სტრატეგიას, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ სიღრმისეულად დოკუმენტს არ გაცნობია. გენერალური პროკურორის თქმით, მან იცის რაზეა საუბარი და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა "დოკუმენტები ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას". მისივე თქმით, მას სტრატეგიის დოკუმენტები არ უყვარს და სამოქმედო გეგმები ურჩევნია, სადაც ყველაფერი გაწერილია. სწორედ ამ საუბარს მოყვა თადუმაძის რეპლიკა:
ჯანეზაშვილი: ჩვენს სტრატეგიაში, თუ გაეცნობით, ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ დამოუკიდებლობა და ქვემიმართულებებში დასახელებულია არაერთი რისკი. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზეა, სხვათა შორის, საუბარი. აქ არის მაგალითად, რისკები წარმდგარი მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნისა და კარიერული ზრდის სისტემის არაეფექტიანობიდან გამომდინარე, რისკები გამომდინარე მენეჯმენტის ხარვეზიდან, რისკები დაკავშირებული უფლება-მოსილების ვადებთან... ამ დოკუმენტში თქვენ რომ ჩაიხედოთ, და სჯობდა, რომ ჩაგეხედათ, უფრო გეცოდინებოდათ, საერთოდ, სად არის სასამართლო სისტემა...
თადუმაძე: მაგაზე ნუ ვიდავებთ საერთოდ, ქალბატონო ნაზი. მე და თქვენ შორის ვინ უფრო იცნობს სასამართლო სისტემას ცხადია... თუ პირდაპირ გაინტერესებთ ჩემი აზრი, ჩვენ შორის ვინ უფრო იცნობს სასამართლო სისტემას — მე უფრო ვიცნობ.
ჯანეზაშვილის: გასაგებია...
თადუმაძე: პირადაპირ გიფიქსირებთ, რომ სასამართლო სისტემას ვიცნობ მე უფრო. მე მაქვს ყოველდღიური შეხება...
ჯანეზაშვილი: მე მეჯიბრებით, ბატონო შალვა?
თადუმაძე: არა, თქვენ მეჯიბრებით და მეუბნებით, რომ "კარგი იქნებოდა წაგეკითხათ".
ჯანეზაშვილი: მე მაინტერესებდა...
თადუმაძე: მე საერთოდ არ ვიმეცადინე, თუ გაინტერესებთ. მე არ ვარ აქ მოსული ნამეცადინები იურისტი. მე მოვედი იმ გამოცდილებით და იმ ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე და არ ვაპირებ საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები რა უნდა წამეკითხა და რა — არა. თუ გაინტერესებთ, თქვენსა და ჩემ შორის ვინ არის უფრო მაგარი იურისტი — მე ვარ მაგარი იურისტი. სასამართლო სისტემას ვინ უფრო იცნობს — მე უფრო ვიცნობ, რადგან საპროცესო საქმიანობას ვახორციელებდი, რეფორმების ნაწილში ვმუშაობდი და მომავალშიც საპროცესო საქმიანობას განვახორციელებ. ამიტომ ასე ნუ ვისაუბრებთ "მე და თქვენ", რადგან ეს არ არის ის კატეგორია, რომლითაც საბჭოს წევრმა გასაუბრების კანდიდატს უნდა ელაპარაკოს. აქ მე სტუდენტად არ მოვედი ჩათვლის წასაღებად.
ჯანეზაშვილი: სტრატეგიაზე ვლაპარაკობთ...
თადუმაძე: დიახ და კითხვა დასვით... მე რა წავიკითხე და რა არა ამის კომენტირებას თქვენ ნუ აკეთებთ. თქვენ დასვით კითხვა.
ჯანეზაშვილი: თქვენი აზრი მაინტერესებდა, ბატონო შალვა, სასამართლო სისტემის განვითარებაზე.
თადუმაძე: ჩემი აზრიც გითხარით. სასამართლო სისტემის განვითარება ფურცელზე არ ხდება...
შალვა თადუმაძე უკვე ერთი წელია, რაც გენერალური პროკურორია. მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. თადუმაძე ეწეოდა საადვოაკტო საქმიანობას. ის ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები