პროკურატურაში მითხრეს, რომ პირადი ცხოვრების კადრები პატიმარს არ გაუვრცელებია — ეკა ბესელია
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში უთხრეს, რომ სომხეთის ციხეში მყოფი პატიმარი, პირველწყარო არ იყო. პატიმარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველად ატვირთვისა და გავრცელებისთვის დღეს, 23 ივლისს წარუდგინა. ეკა ბესელიას თქმით, ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა მაშინ "ეს არავინ არ ჩათვალა სერიოზულად".
"ბოლოს რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე, იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო. ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ?!" — თქვა რუსთავი 2-თან საუბრისას ეკა ბესელიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ აინტერესებს, რატომ არ წარუდგინეს ბრალი ამ ადამიანს ამ დრომდე. ეკა ბესელიას თქმით, საგამოძიებო მასალებს გაცნობის შემდეგ უწყებამ უთხრა, რომ საქართველოს მხრიდან გამომძიებელს უფლება არ მისცეს პატიმარი დაეკითხათ.
დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს, 23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა სომხეთის ციხეში მყოფი პირი. გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გრძელდება. ამ მუხლით დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.
პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა, მათ შორის, 28 და 31 იანვარს. იმავე პოლიტიკოსის კადრები კიდევ ერთხელ, 26 მარტს გავრცელდა. მაშინ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდეოს შესახებ უწყება ინფორმირებული არ იყო და მათ თავად აცნობა.
-
გადახედვაBBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა BBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა
-
გადახედვაპროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან პროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან
-
გადახედვაMeta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამებს თიშავს Meta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამებს თიშავს
-
გადახედვაჯო უილსონი: ჩემი ინტერესი არაფერია გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს ჯო უილსონი: ჩემი ინტერესი არაფერია გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს
-
გადახედვავეფხია კასრაძე მოსამართლეს: თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ ვეფხია კასრაძე მოსამართლეს: თქვენი სასჯელის მოსჯით, მე თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ
-
გადახედვავეფხია კასრაძის ადვოკატმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა
-
გადახედვადღეს, 11 იანვარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს, 11 იანვარს, პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 მოქალაქის სასამართლო პროცესი გაიმართება
-
გადახედვაქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული ქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული
-
გადახედვადონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა
-
გადახედვახაზარაძე: განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს ხაზარაძე: განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს
-
გადახედვახონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
-
გადახედვაპროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება პროევროპული აქციისას დაკავებული 11 მოქალაქე პატიმრობაში რჩება — მოსამართლე ჯაჭვაძის გადაწყვეტილება
-
გადახედვაპროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე — "თავისუფლება უკანონო პატიმრებს" პროტესტის 44-ე დღე რუსთაველის გამზირზე — "თავისუფლება უკანონო პატიმრებს"
-
გადახედვაგიორგი გახარია: ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო — ამ ბიჭების სახით გიორგი გახარია: ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე ჰყავს თავისი დაუმარცხებელი სიმბოლო — ამ ბიჭების სახით
-
გადახედვაალეკო ელისაშვილი: "ვივამედი" ისე წერს აქციაზე ნაცემი ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ ალეკო ელისაშვილი: "ვივამედი" ისე წერს აქციაზე ნაცემი ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ
-
გადახედვა"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა
-
გადახედვატრამპმა ვენესუელას პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა ტრამპმა ვენესუელას პრეზიდენტად მადუროს ოპონენტი, ედმუნდო გონსალესი აღიარა
-
გადახედვასაზმაუს პროდიუსერი: კინოცენტრის პროტესტის დროს გადაცემიდან ანდრო ჭიჭინაძის კომენტარის ამოჭრა მომიწია საზმაუს პროდიუსერი: კინოცენტრის პროტესტის დროს გადაცემიდან ანდრო ჭიჭინაძის კომენტარის ამოჭრა მომიწია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! სალომე ზურაბიშვილი: ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია!
-
გადახედვანახეთ: ზელენსკის ინტერვიუს ხელოვნური ინტელექტი სხვა ენებზე ახმოვანებს — YouTube-ის ახალი ფუნქცია ნახეთ: ზელენსკის ინტერვიუს ხელოვნური ინტელექტი სხვა ენებზე ახმოვანებს — YouTube-ის ახალი ფუნქცია
-
გადახედვასამეცნიერო საზოგადოების პასუხი პროფესორ ჯეფრი საქსსა და "ოცნების" პროპაგანდას — "დემოკრატიაა მთავარი მიზანი, რისთვისაც ქართველები ვიბრძვით" სამეცნიერო საზოგადოების პასუხი პროფესორ ჯეფრი საქსსა და "ოცნების" პროპაგანდას — "დემოკრატიაა მთავარი მიზანი, რისთვისაც ქართველები ვიბრძვით"
კომენტარები