29 დეპუტატი, რომელსაც გაცდენების გამო ხელფასიდან, ჯამში, 50 000 ლარზე მეტი დაუქვითეს
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ არასაპატიო გაცდენების გამო სულ 29 დეპუტატი დააჯარიმეს. მათ ხუთ თვეში როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სხდომების გაცდენების გამო, ჯამში, 52 975 ლარი ჩამოეჭრათ. საბოლოოდ, იმ დეპუტატების ხუთეული, რომელსაც გაცდენების გამო ხელფასიდან ყველაზე მეტი თანხა ჩამოაჭრეს, ასე გამოიყურება:
- კახაბერ ოქრიაშვილი, ქართული ოცნება — 7 111 ლარი;
- რუსლან გაჯიევი, ქართული ოცნება — 6 936 ლარი;
- დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნება — 5 654 ლარი;
- ივლიანე წულაია, ქართული ოცნება — 4 624 ლარი;
- ირაკლი ხახუბია, ქართული ოცნება —2 370 ლარი.
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა თებერვალში გაიხსნა და ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურა. On.ge-ს მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისის თვეებში დეპუტატების არასაპატიო გაცდენებისა და შესაბამისი ჯარიმების ოდენობას მოიცავს. დეპუტატის მინიმალური ხელფასი 4 623 ლარია.
დეპუტატები, რომლებმაც საგაზაფხულო სესიები გააცდინეს
2019 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტში სულ 39 პლენარული სხდომა ჩატარდა. 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე არასაპატიო მიზეზით ორზე მეტჯერ 24-მა დეპუტატმა გააცდინა.
ქართული ოცნება — 16 დეპუტატი
- გია ბენაშვილი — 4;
- რუსლან გაჯიევი — 10;
- ოთარ დანელია — 3;
- ცოტნე ზურაბიანი — 3;
- ედიშერ თოლორაია — 7;
- ლევან კობიაშვილი — 3;
- სამველ მანუკიანი — 3;
- სულხან მახათაძე — 5;
- კახაბერ ოქრიაშვილი — 6;
- დიმიტრი სამხარაძე — 7;
- ალექსანდრე ქანთარია — 3;
- შოთა შალელაშვილი — 6;
- ივლიანე წულაია — 8;
- ლერი ხაბელოვი — 6;
- ირაკლი ხახუბია — 7;
- ზაქარია ქუცნაშვილი — 4.
ნაციონალური მოძრაობა — ერთი დეპუტატი
- კობა ნაყოფია — 5;
პატრიოტთა ალიანსი — ერთი დეპუტატი
- ირმა ინაშვილი — 4;
ევროპული საქართველო — ორი დეპუტატი
- სერგი კაპანაძე — 3;
- ოთარ კახიძე — 4.
ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატები
- ზვიად კვაჭანტირაძე — 3;
- ლევან კობერიძე — 4;
- ნატო ჩხეიძე — 4;
- დავით ჭიჭინაძე — 3.
პლენარული სხდომების გაცდენისთვის სანქცირებულები
პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პლენარული სხდომების განცდების გამო დაჯარიმდა 24 დეპუტატი, მათგან ყველაზე მეტი თანხა, 3 699,2 ლარი დაექვითა ქართული ოცნების დეპუტატს რუსლან გაჯიევს პლენარული სხდომის 10-ჯერ გაცდენისთვის.
ქართული ოცნება
- გია ბენაშვილი — 1 005 ლარი;
- რუსლან გაჯიევი — 3 699 ლარი;
- ოთარ დანელია — 554 ლარი;
- ცოტნე ზურაბიანი — 462 ლარი;
- ედიშერ თოლორაია — 2 312 ლარი;
- ლევან კობიაშვილი — 462 ლარი;
- სამველ მანუკიანი — 502 ლარი;
- სულხან მახათაძე — 1 387 ლარი;
- კახაბერ ოქრიაშვილი — 2 188 ლარი;
- დიმიტრი სამხარაძე — 2 570 ლარი;
- ალექსანდრე ქანთარია — 502 ლარი;
- შოთა შალელაშვილი — 2007 ლარი
- ივლიანე წულაია — 2 774 ლარი;
- ლერი ხაბელოვი — 2 010 ლარი;
- ირაკლი ხახუბია — 2 370 ლარი;
- ზაქარია ქუცნაშვილი — 925 ლარი.
ნაციონალური მოძრაობა
- კობა ნაყოფია — 1 507 ლარი.
პატრიოტთა ალიანსი
- ირმა ინაშვილი — 1 268 ლარი.
ევროპული საქართველო
- სერგი კაპანაძე — 634 ლარი;
- ოთარ კახიძე — 1 094 ლარი.
დამოუკიდებელი დეპუტატები
- ზვიად კვაჭანტირაძე — 502 ლარი;
- ლევან კობერიძე — 948 ლარი;
- ნატო ჩხეიძე — 1 005 ლარი;
- დავით ჭიჭინაძე — 462 ლარი.
ჯამში 33 154 ლარი
კომიტეტების გაცდენისთვის სანქცირებულები
თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში ერთხელ, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება. ამ წესით, კომიტეტების გაცდენებისთვის სულ 14 დეპუტატი დაჯარიმდა. ესენია:
ქართული ოცნება
- დიმიტრი სამხარაძე — 3 084 ლარი;
- კახაბერ ოქრიაშვილი — 4 923 ლარი;
- ივლიანე წულაია — 1 849 ლარი;
- რუსლან გაჯიევი — 3 237 ლარი;
- დავით სონღულაშვილი — 462 ლარი;
- სულხან მახათაძე — 462 ლარი.
ნაციონალური მოძრაობა
- კობა ნაყოფია — 502 ლარი;
- ნიკანორ მელია — 502 ლარი.
ევროპული საქართველო
- ირაკლი აბესაძე — 514 ლარი;
- გიგა ბოკერია — 502 ლარი;
- ოთარ კახიძე — 547 ლარი;
- გიორგი ღვინიაშვილი — 1 094 ლარი.
პატრიოტთა ალიანსი
- ირმა ინაშვილი — 634 ლარი.
დამოუკიდებელი დეპუტატი
- ნატო ჩხეიძე — 1 507 ლარი.
სულ 19 821 ლარი
დაჯარიმების წესი
თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში ერთხელ, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება.
სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, დეპუტატს ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება. იგივე წესი ვრცელდება რიგგარეშე სხდომებზეც.
პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50 პროცენტს.
ახალი რეგლამენტით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალდებულია ყოველ თვე დაამუშავოს და საიტზე გამოაქვეყნოს იმ დეპუტატების სია, რომლებსაც კომიტეტის არასაპატიო მიზნით გაცდენის გამო საქციები დაეკისრებათ. იგივე კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
გაცდენის საპატიო და არასაპატიო მიზეზები
პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება:
- სამსახურებრივი მივლინება;
- ოჯახის წევრის დაბადება;
- გარდაცვალება;
- ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით).
"ოჯახის წევრში" იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. თუ დეპუტატი მსგავს დასაბუთებას ვერ ან არ წარადგენს, გაცდენა არასაპატიოდ ჩაითვლება. არასაპატიო გაცდენად არ ითვლება საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები.
გაიგე მეტი:
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები