არ მეშინია — ქალი, რომელიც დეპუტატ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს ერთ-ერთი ბაღის დირექტორი ნარინე გინოსიანი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალი ამბობს, რომ დეპუტატი წლების განმავლობაში ცდილობდა მასთან ურთიერთობის დამყარებას, სთავაზობდა სექსუალურ კავშირს და გაუპატიურებითაც დაემუქრა. მისი თქმით, უარის გამო მკოიანმა ანგარიშსწორება გადაწყვიტა, ამიტომ პროკურატურამ ფულის გაფლანგვის ბრალდება წარუდგინა.
მანქანის შეცვლა, ბინის გარემონტება, საფრანგეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასასვენებლად წაყვანა და სექსი საერთო ნაცნობთან ერთად — ქალი იხსენებს, რომ მკოიანმა არაერთხელ სცადა სხვადასხვა შეთავაზებით მისი დათანხმება უარის შემდეგ კი დაემუქრა, რომ ლიფტში გააუპატიურებდა. ამბობს, რომ იყო შემთხვევაც, როცა კაბინეტში დაიბარა და მიახლოვება სცადა, რის შემდეგაც ის გამოიქცა. მისი თქმით, არაერთი უარის შემდეგ მკოიანი განადგურებით დაემუქრა და პირობაც შეასრულა.
"გამოძიების და მუქარის არ მეშინია. საწყენი ის არის, რომ აქტიური ქალი ვერ აიტანეს. თუ სახლში არ ზიხარ და საქმეში ხარ ჩართული ესე იგი შენთან სხვანაირად საუბარი შეიძლება. ფიქრობენ, რომ შეუძლიათ რამე გვაკადრონ და შენც დათანხმდები. ამის გამო თავს დამცირებულად ვგრნობ, ეს მეწყინა. მაგრამ რახან ეს ნაბიჯი გადავდგი, არ გავჩერდები", — განუცხადა გენოსიანმა On.ge-ს.
გენოსიანი აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია საფართან ერთად ომბუდსმენს მიმართოს იმისთვის, რომ სექსუალური შევიწროება და დისკრიმინაცია დადგინდეს. საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია განმარტავს, რომ დეპუტატმა ქალის წინააღმდეგ სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებიც აამუშავა. კერძოდ, ქალაქის მერმა მას მოსთხოვა თანამდებობის დატოვება, მის ქმარს კი იგივე მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ამდენი უარის შემდეგ მკოიანმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრით გადაწყვიტა გენოსიანის დასჯა. ადვოკატი განმარტავს, რომ გენოსიანს უხელფასო შვებულებაში მყოფი თანამშრომლების ხელფასს ედავებიან, რომლებიც სხვა თანაშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას მოახმარა.
ამ ეტაპზე გინოსიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავად დეპუტატი კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა. მკოიანის თქმით, აქვს ვიდეომტკიცებულებები იმისა, თუ როგორ ფლანგავს გენოსიანი ბიუჯეტის ფულს. მისივე თქმით, მასალებს გამოძიებას გადასცემს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები