არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ვარ მართალი და რამდენჯერაც დამიბარებენ, მოვალ — ხაზარაძე
"არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს", — ამის შესახებ ჟურნალისტებს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.
ხაზარაძის თქმით, სახელმწიფო მანქანა მათ წინააღმდეგ მუშაობს და ეს ყველაფერი, რაც ხდება, არის ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად მიმართული.
"თქვენ იცით, რომ ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში. ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ მოგვაყენა სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტს მოლაპარაკებებს. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე და აი, სწორედ გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია. საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის დღეს ვიღებთ ამ განცხადებას ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონად, იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს", — თქვა ხაზარაძემ.
მისივე განცხადებით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება.
"ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი, საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, ეს არის გარღვევა როგორც ეკონომიკურად, ისე ორიენტაციის თვალსაზრისით. ეს არის ევროპისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი [რაც ახლა მიმდინარეობს]" — აღნიშნა ხაზარაძემ.
მისი თქმით, გამოკითხვაზე იმდენჯერ მივა, რამდენჯერაც დაიბარებენ, რადგან კანონმორჩილი მოქალაქეა.
"არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, ვართ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელში და ყველა ბოლოდროინდელ საქმეში. ყველას მინდა ვუთხრა, დაწყნარდით, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას იმიტომ, რომ ეს საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის", — დასძინა ხაზარაძემ.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წარუდგინა. ისინი დღეს, 24 ივლისს დაიბარეს პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზეც. ჯერჯერობით უცნობია, აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა.
"გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება", — განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს ფულის გათეთრებას ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები