მოიაზრებიან თუ არა "უმცირესობებში" მილიონერები — უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი მოწყვლად ჯგუფებზე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გოგიტა თოთოსაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას ტერმინ "უმცირესობის" მისეული დეფინიცია წარმოადგინა. არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზიშვილის კითხვების პასუხად, მან განმარტა ასევე, ვინ მიაჩნია საზოგადოებაში მოწყვლად ჯგუფად და იცის თუ არა, რა პრობლემებს აწყდება ლგბტ თემი საქართველოში.
გთავაზობთ დიალოგს სრულად:
ნაზი ჯანეზაშვილი: რას ფიქრობთ მოწყვლად ჯგუფებზე?
რა კუთხით? თემას გააჩნია, ასე ზოგადად ვერ გიპასუხებთ.
ნაზი ჯანეზაშვილი: ვინ არიან უმცირესობები თქვენი აზრით?
ზოგადად მეკითხები ამასაც? უმცირესობები?
ნაზი ჯანეზაშვილი: კი, უმცირესობების ჯგუფებში ვინ შეიძლება გავაერთიანოთ? რა გახსენდებათ ამ ტერმინს მიღმა, როცა ამ ტერმინს გაიგებთ?
რაც არის საზოგადოების უმრავლესობა და იმაზე ნაკლები რაოდენობრივად. საზოგადოების წევრები, რა თქმა უნდა, ყველანი, ეს არააა დაჩეხილი, ესაა რაოდენობრივად შედარებით ნაკლები გაერთიანება, რაღაც ინტერესის გარშემო. ზოგადად, ალბათ, ასე.
ნაზი ჯანეზაშვილი: რომელი ჯგუფები გახსენდებათ?
მოდით, ზუსტად ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს.
ნაზი ჯანეზაშვილი: ლგბტ პირები არიან თუ არა უმცირესობები?
ამ შინაარსით, რა პასუხიც მოგახსენეთ, კი არიან.
ნაზი ჯანეზაშვილი: კიდევ რომელი გახსენდებათ?
არ ვიცი, შეიძლება იყოს რელიგიური უმცირესობები.
ნაზი ჯანეზაშვილი: კი ბატონო, კიდევ? განგიხილავთ საქმე რელიგიურ უმცირესობებზე?
არა.
ნაზი ჯანეზაშვილი: სხვა ჯგუფები გახსენდებათ რამე?
ასე უცბად გახსენება... შეიძლება იფიქრო და გაიხსენო ადამიანმა, მაგრამ ასე უცბად...
ანა დოლიძე: თქვენი დეფინიციის მიხედვით, მილიონრები არიან უმცირესობა? ისინი არიან უფრო ნაკლები.
რაოდენობების მიხედვით თუ აიღებთ, შეიძლება. თუ აიღებთ ფინანსების კუთხით... არ არიან.
ნაზი ჯანეზაშვილი: ზოგადად, ეს ტერმინი რატომ არსებობს, რატომ მოვიაზრებთ მათ და რატომ ვსაუბრობთ უმცირესობებზე? რა მნიშვნელობას ატარებს ეს ტერმინი, თქვენი აზრით?
თავისთავად სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე ადამიანთა ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს რაღაც იდეა მრწამსი, მიდრეკილება, სექსუალური, რაც თქვენ ბრძანეთ ახლა და ამ კუთხით იყვნენ გაერთიანებული. შეიძლება იდეის დონეზე იყვნენ გაერთიანებული და მათ იდეას უმრავლესობა არ იზიარებდეს, ამიტომ არიან უმცირესობაში.
ნაზი ჯანეზაშვილი: ლგბტ პირთა უფლებებზე რომ გავაგრძელოთ, ახსენეთ სექსუალური მიდრეკილება. რას ნიშნავს რომ აგვიხსნათ?
მიდრეკილება არა, შეიძლება, მიდრეკილება ცუდად ვთქვი, უბრალოდ, არის ადამიანთა კატეგორია, რომლის იდენტობა, შინაგანი სამყარო არ ემთხვევა მათ გარეგნულ მახასიათებელს.
ნაზი ჯანეზაშვილი: რას ნიშნავს ეს შინაგანი სამყარო, როდესაც საუბრობთ ლგბტ პირთა უფლებებზე?
იგივე გენდერულ თანასწორობას დავუბრუნდეთ... არიან საზოგადოებაში და იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან... ვიტყვი მაშინ, გეები, არიან ლესბოსელები, არიან ბისექსუალები და ა.შ. ეს არის ადამიანთა გამოძახილი, შინაგან სამყაროში რასაც ვგულისხმობ, მათი გენდერი, რაშიც თვითონ გრძნობენ თავს ამ სიტუაციაში. ალბათ, ეს მათი უკეთესი სამყაროა.
ნაზი ჯანეზაშვილი: თქვენი აზრით, რა პრობლემებს ხვდებიან უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით საქართველოში? თუ წაგიკითხავთ რამე ამ მიმართულებით, ან დოკუმენტური ფილმი თუ გინახავთ?
ფილმები და რამე ვერ გეტყვით, ასე არ მახსენდება, უბრალოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამახსენდა "იდენტობა საქართველოს წინააღმდეგ". პრობლემა იყო ის, რომ ვერ დაიცვა ეს ადამიანები საზოგადოების სხვა წევრებისაგან, გამოხატვის თავისუფლებაზეც იყო აქ მსჯელობა, თუმცა ამ კუთხით არ დაუყენებია პრობლემა, პრობლემა დააყენა დაცვის კუთხით.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები