ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომის გარეკანის კოსმოსური წარმომავლობა
ასტროფიზიკოსი მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, პატრიკ უელტევრიდი, საუბრობს ჯოი დივიჟენის ალბომის, Unknown Pleasures-ისთვის პიტერ სევილის მიერ შექმნილ პულსარულ დიზაინზე და იმაზე, თუ რა აღმოჩენები გაკეთდა ვარსკვლავურ ნარჩენებზე 1979 წლიდან დღემდე.
40 წლის წინ ინგლისურმა პოსტ-პანკ ბენდმა, ჯოი დივიჟენმა ჩაწერა სადებიუტო სტუდიური ალბომი, Unknown Pleasures. ალბომის გარეკანზე, რომელზეც ერთი სიტყვაც არ წერია, გამოსახულია ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილი და საკულტო, 80 ტალღოვანი ხაზისგან შემდგარი შავ-თეთრი მონაცემთა გრაფა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კოსმოსიდან მოპოვებული მონაცემებია. ალბომის იუბილეს აღსანიშნად, მისი ჩაწერის ადგილიდან, Strawberry Studios-დან, სულ რაღაც 23 კილომეტრის დაშორებით არსებული ჯოდრელ ბენკის ობსერვატორიის რადიოტელესკოპის დახმარებით, Fast Company-მ იმავე კოსმოსური ობიექტის სიგნალი ჩაიწერა.
ალბომის გარეკანი პიტერ სევილს, გრაფიკულ დიზაინერსა და Factory Records-ის დამფუძნებელს ეკუთვნის. ამ დიზაინის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჯოი დივიჟენის ერთ-ერთი წევრი, ბერნარდ სამნერი მას ენციკლოპედიაში გადაეყარა. ნახატის ორიგინალი ეკუთვნის ასპირანტ ჰაროლდ კრაფტს, რომელმაც ეს სურათი თავის სადოქტორო დისერტაციას 1970 წელს, ანუ მას შემდეგ დაურთო, რაც 1967-ში ჯოსელინ ბელ ბარნელმა პულსარები აღმოაჩინა. მაგრამ კონკრეტულად რას აღნიშნავს ეს ტალღოვანი ხაზები?
კოსმოსის ამოუცნობი საგანძური
ამ იდუმალ სურათზე ასახულია ადამიანების მიერ ყველაზე პირველად აღმოჩენილი პულსარის, B1919+21-ის სიგნალი. პულსარი ჩვენს მზეზე რამდენიმეჯერ უფრო მასიური ვარსკვლავის ძალადობრივი სიკვდილის დროს ფორმირდება. როცა ვარსკვლავები სუპერნოვას სახელით ცნობილი აფეთქების შედეგად ქრებიან, მათი ბირთვი 10 კილომეტრის რადიუსის ზომამდე იკუმშება. იმას, რაც ამ მოვლენის შედეგად წარმოიქმნება, ნეიტრონული ვარსკვლავი ეწოდება.
ეს ვარსკვლავური ნარჩენი, რომელიც ამ ფორმითაც კი მზეზე ბევრად მასიურია, იმდენად მკვრივია, რომ წინამორბედი ვარსკვლავის ატომები სტრუქტურას ვერ ინარჩუნებენ; ისინი იშლებიან და ტოვებენ შედარებით პატარა ნაწილაკებს - ნეიტრონებს, რომლებიც ვარსკვლავის ქერქის ქვეშ უზარმაზარ ოკეანეს ქმნიან. პულსარები მუდმივად წრეზე აბრუნებენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომელთა დანახვა დედამიწიდანაცაა შესაძლებელი. ბრუნვისა და მაგნიტური ველის დამსახურებით, რომელიც დედამიწის ველზე ტრილიონჯერ უფრო ძლიერია, ამ სუპერმაგნიტების სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსები ძლიერად კაშკაშებენ. ასეული წლის განმავლობაში მოგზაურობის შემდეგ კი B1919+21-დან წამოსული რადიაციის ნათებები დედამიწამდე ყოველ 1.34 წამში ერთხელ აღწევს.
პულსარებიდან წამოსული ეს ნათებები განსაკუთრებით კაშკაშა რადიოტალღურ სიხშირეებზეა, ამიტომ მათი სიგნალების ჩაწერა რადიოტელესკოპების საშუალებით შეიძლება. რადიოტელესკოპი მანქანაში დამონტაჟებული რადიოს მსგავსად მუშაობს - მისი ანტენა ფოკუსირდება კოსმოსიდან წამოსულ რადიოტალღებზე და გარდაქმნის მათ ელექტრონულ სიგნალად, რომელიც, თავის მხრივ, ხმად კონვერტირდება. Fast Company-მ ჩანაწერის გასაკეთებლად მანჩესტერის უნივერსიტეტში არსებული ჯორდელ ბენკის ობსერვატორიის რადიოტელესკოპი, Mark II გამოიყენა.
ალბომის გარეკანზე გამოსახული 80 ტალღოვანი ხაზი B1919+21-იდან წამოსული რადიოტალღების იმ 80 გამონათებას შეესაბამება, რომლებიც ნეიტრონულმა ვარსკვლავმა 107 წამის განმავლობაში 80 ბრუნვის შესრულებისას წარმოშვა. ყოველი გამონათება უნიკალურია. ზოგიერთი მათგანი მეტად კაშკაშაა, რაც სურათზე მაღალი ტალღით აისახება, ზოგიერთი კი - პირიქით, დაბინდული. პულსების ფორმა მუდმივად ცვალებადია. ერთი შეხედვით, ისინი არარეგულარული და ქაოტურნი არიან, მაგრამ ახალი გამოსახულება გარკვეული წესრიგის აღმოჩენის შესაძლებელობას გვაძლევს. ამ გამოსახულებაზე იმავე პულსარის იმავე სიხშირეზე ნაპოვნი იმავე რაოდენობის პულსია აღბეჭდილი, რაც ალმბომის გარეკანის დიაგრამაზეა დატანებული, მაგრამ მასზე, ამასთან, ზოლების დიაგონალური წყობაც შეინიშნება.
როდესაც ორიგინალი სიგნალი ჩაიწერა, არავინ იცოდა, თუ რატომ გამოსცემდნენ პულსარები ტალღებს ასეთი წყობით. დღეისათვის ჩვენ ვიცით, რომ რადიოტალღები ნეიტრონული ვარსკვლავის იმ ნაწილაკებიდანაა წარმოქმნილი, რომლებიც მათ თითქმის სინათლის სიჩქარით გასტყორცნიან. ნაწილაკები გარშემო არსებული იონიზირებული გაზისა და ვარსკვლავის ზედაპირს შორის გაჩენილი ელექტრული მუხტის დროს წარმოიშობა.
ამგვარად, არსებითად, ალბომის გარეკანზე ასახული რადიოტალღები გამოწვეულია კოსმოსში, ჩვენგან მრავალი სინათლის წლით დაშორებულ სივრცეში აღმოცენებული ელვით. ამინდის რუკა იმ ვრცელ ელვათა სისტემების ვიზუალიზაციაში გვეხმარება, რომლებიც პულსარის მაგნიტურ პოლუსებს ატრიალებენ. მათგან წამოსული ნათების წყობა მუდმივად იცვლება და პულსები ფორმას, ერთი შეხედვით, ქაოტაურად იღებენ. მაგრამ დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ თანმიმდევრული წყობის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ალბომ Unknown Pleasures-ის ჩაწერიდან ოთხი ათწლეულის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს მის გარეკანზე გამოსახული ტალღოვანი ხაზები. მაგრამ კვლავ ბევრი კითხვა ჩნდება ამ იდუმალ ობიექტებზე, რომლებიც მრავალი კუთხით ბუნების ყველაზე რადიკალური ქმნილებები არიან. ერთი რამ, რისი დანამდვილებით თქმაც შეგვიძლია, ისაა, რომ პულსარის ჩანაწერები კაცობრიობას ფიზიკის კანონების შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ უბიძგებს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები