დავით დვალი

26 Jul. 2019, 15:18

იცით, რაშია საქმე, რომ ცარიელ დაპირებებად მეჩვენება ეს ყველაფერი. მგონია, რომ არც ბორდი უშველის მაგას, არც დადებული კონტრაქტები. ანალოგია, რაც გამოჩნდა, პირველად, ქიბარმა რომ ახსენა, რომ რაღაც უცხოელ მენეჯერს მოიყვანს, თვალწინ ის იორდანი და NTV-ში დატრიალებული ამბავი, რომელიც რაღაც პერიოდი, შედარებით თავისუფალი რეჟიმით დატოვეს და საბოლოო ჯამში, მიიღეს მონსტრი, მდაბიო, ყვითელ პრესად გადაკეთებული სრულიად უმსგავსი ტელევიზია. მე ვერ ვხედავ რეალურად გარანტიებს. თუ კეთილი ნება არ არის ამის გაკეთების, არანაირი გარანტია არ უშველის.

მინდა, მივმართო ჟურნალისტებს, რომ ეს ნუ იქნება თქვენთვის პესიმიზმის საბაბი. საბრძოლო ჯერ კიდევ არის. მგონია, რომ ასე არ დამთავრდება. კანონზომიერება თუ არსებობს სამყაროში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ

რა ხდება: 9 აპრილის ქუჩაზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოიყენეს რეზინის…