ომალოს მიმართულებით მიმავალი სატვირთო ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიდან ხევში გადავარდა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყებაში ამ ეტაპზე ვერ ამბობენ, გარდაიცვალა თუ არა ვინმე.

"ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები", — განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.