ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს და საპატიმროში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნავალნის მკურნალმა ექიმმა, ანასტასია ვასილიევამ გაავრცელა.
როგორც ვასილიევამ ფეისბუქზე დაწერა, რომ პოლიტიკოსს კონტაქტუტი დერმატიტი აქვს. მისივე თქმით, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ ნავალნს მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა საპატიმროში მისი დაბრუნების წინააღმდეგი იყო. ვასილიევამ აღნიშნა, რომ შეშუპება გამოწვეული იყო "ტოქსიკური აგენტით", რომელიც ჯერ კიდევ გამოვლენილი არაა.
"კონსილიუმზე აღვნიშნე, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ალექსეის გამოწერითა და ისევ იმ ადგილას მოთავსებით, სადაც, სავარაუდოდ, არსებობს ეს უცნობი ქიმიური აგენტი", — განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
ალექსეი ნავალნი 27 ივლისის მოსკოვში არასანქცირებულ მიტინგამდე სამი დღით ადრე დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ის ამ თვეში უკვე მეორედ დააკავეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი "მწვავე ალერგიული ფონის" გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თერაპევტული განყოფილების ექიმმა, ელდარ კაზახმედოვმა განაცხადა, ნავალნი მოსკოვის მთავარ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დაათვალიერა. ექიმის თქმით, მას სახის არეში კონტაქტური დერმატიტი და თვალების გარშემო შეშუპება აღენიშნებოდა. კაზახმედოვის განმარტებით, ოპოზიციონერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, სავარაუდოდ, ორშაბათს გამოწერენ.
ნავალნის პირადი ექიმი, ოფთალმოლოგი ანასტასია ვასილიევა ოფიციალურ დიაგნოზს არ იზიარებს. მან და კიდევ ერთმა მკურნალმა ექიმმა პაციენტი საავადმყოფოში მოინახულეს, თუმცა სრულყოფილად მისი დათვალიერება გაძლიერებული დაცვის გამო ვერ მოახერხეს.
ვასილიევამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ნავალნი ღია კარიდან შეათვალიერეს. მისი თქმით, ოპოზიციონერს აღენიშნება ზედა და ქვედა ქუთუთოს შეშუპება და მძიმე ჰიპერტემია, ჩირქოვანი გამონადენი მარჯვენა თვალიდან, ქავილი, გამონაყარი კისრის, ზურგის, მკერდისა და ხელის არეში. ვასილიევას თქმით, ნავალნის ალერგია არ აწუხებს, ის იმავე საკვებს მიირთმევდა, რასაც სხვა პატიმრები და ახალ პარფიუმერიასთან ან ჰიგიენურ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ უცნობი ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებას უკავშირდება. ექიმმა ტვ დოჟდს უთხრა, რომ ექსპერტიზისთვის ნავალნის მაისური და თმები აიღო.
ნავალნის გადაყვანის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა საავადმყოფოსთან შეკრება დაიწყეს. შეკრება დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ადგილზე პოლიცია მივიდა და მხარდამჭერების დაშლა დაიწყო, ზოგიერთი მათგანი დააკავეს.
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები