ვაქცინაციაზე კანონის გამკაცრებამ საფრანგეთსა და იტალიაში დადებითი შედეგი გამოიღო
სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონის შემოღებამ საფრანგეთსა და იტალიაში აცრების მაჩვენებელი გაზარდა — აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ჟურნალში, Eurosurveillance.
ორივე ქვეყანაში ბავშვების აცრა დიფტერიაზე, ტეტანუსზე და პოლიომიელიტზე სავალდებულოა. იტალიაში ასევე სავალდებულო გახდა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრაც.
რა სიტუაციაა საფრანგეთში?
2018 წლამდე საფრანგეთში მხოლოდ 3 დაავადების (დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი) საწინააღმდეგო აცრა იყო სავალდებულო. ვაქცინაციის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ სავალდებულო გახდა 11 ინფექციის (დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, პნევმოკოკი და მენინგოკოგი) საწინააღმდეგო აცრა
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ კანონის ამოქმედების შემდგომ 2018 წლის პირველ 5 თვეში აცრილი ბავშვების რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა წლების იგივე პერიოდში აცრილი ბავშვების რიცხვს.
მაგალითისათვის: მენინგოკოკის საწინააღმდეგო პირველი აცრა გაიკეთა ბავშვების 36%-მა. ამის ფონზე მენინგიტით ავადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა: 2012-16 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ მენინგიტის 17 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს წლიურ 4 შემთხვევამდე შემცირდა
რა სიტუაციაა იტალიაში?
იტალიაში 2017 წლამდე ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ 4 დაავადებაზე იყო. წითელას დიდი აფეთქებების შემდეგ, როდესაც დაზარალებულთა რიცხვმა 4 000-ს მიაღწია, ქვეყანამ სავალდებულო გახადა რუტინული ვაქცინაცია 12 ანტიგენზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აუცრელი ბავშვებისათვის დაწესდა შეზღუდვა ბაღში, სკოლაში და სხვა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზებულ დაწესებულებებში.
მონაცემთა ანალიზით ვიგებთ, რომ 2016 წელს იტალიაში 2 წლის ასაკის ბავშვთა მხოლოდ 87% იყო აცრილი წითელაზე, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 94%-მდე გაიზარდა.
ორივე ქვეყანაში იმატებს ასევე არასავალდებულო ვაქცინაციის მაჩვენებლები. კვლევის ავტორთა აზრით, ამის მიზეზი აცრების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ჩატარებული აქტიური საინფორმაციო კამპანიებია.
რა სიტუაციაა საქართველოში?
საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა. კანონპროექტის შემუშავების მიზეზი 2017 წლის ბოლოს რეგიონებში წითელას შემთხვევების მატება და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით დაფარვის არასაკმარისი დონე გახდა. შესაბამისი კანონის ინიციატორების მხრიდან, ყურადღება ასევე გამახვილებული იყო ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების უნდობლობასა და არასათანადო ცოდნაზე, რაც ეფექტური პრევენციის ხელშემშლელი ფაქტორია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, იმუნიზაციით შესაძლებელია ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში დამატებით 1,5 მილიონი ადამიანი გადარჩება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები