თინეიჯერობა, ორმოცი, შოკი — ვინ როგორ შეაფასა ლარის კურსის გაუფასურების რეკორდები
ბოლო თვეებია ლარი თავისივე ანიტრეკორდებს ხსნის, ბოლო 10 დღის განმავლობაში კი მუდმივად უფასურდება. დღეს, 31 ივლისს ლარი გაუფასურდა 2 თეთრით გაძვირდა და 2,9718 ლარი გახდა.
ამ ფონზე ყოველდღიურად ვისმენთ შეფასებებს, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისგან და ეროვნული ბანკისგან. მმართველი გუნდი ლარის გაუფასურებას საქართველოში გავრილოვის ღამის შემდეგ მიმდინარე პროცესებსა და რუსეთის ემბარგოს უკავშირებს, ზოგისთვის ლარი თინეიჯერია, ზოგს კი ვალუტის კურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას სურს. ეროვნული ბანკის განმარტებით კი დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს.
ლარი ზედმეტად გაუფასურებლია — საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე
"ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი. აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. ეს არის ექსპერტების დასკვნა...
ადგილი აქვს პრობლემას – შემოსავლები ტურიზმიდან დაეცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც წარდგენილია, იმ წინადადებებით, რომელიც მოვისმინეთ ბიზნესისგან, შევძლებთ, ეს პრობლემები გადავლახოთ".
საგანგაშო არაფერია, ლარი გამყარდება, ყველა იყოს წყნარად — ივანე მაჭავარიანი, ფინანსთა მინისტრი
"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და, ასევე, მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება...
საგანგაშო არაფერია, ლარი გამყარდება, ყველა იყოს წყნარად. მსხვილმა ბიზნესმა ეს იცის. საქართველოში ნებისმიერ ბანკს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მათ იციან, რომ ლარი გამყარდება. ეს იციან იმ უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები იყიდეს".
ნაციონალური მოძრაობა პროცესს ხელს უშლის — მაია ცქიტიშვილი, ვიცე-პრემიერი
"ლარს, პირველ რიგში, სჭირდება სტაბილურობა და, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ, ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით...
სახელმწიფოს ყველა ქმედება მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი გლეხები, ჩვენი მეწარმეები გაძლიერდნენ. ვუწყობთ ხელს ყველა პროგრამით, რომ მათ შექმნან როგორც საწარმო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტი, ააშენონ სასტუმროები და ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და ამით გავაძლიეროთ ლარი.
ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ".
ნეგატიური მოლოდინების გამოძახილია — ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი
"ეს არის გამოძახილი იმ ნეგატიური მოლოდინებისა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რაც ინვესტორებს შორისსაც შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მიმართულებით პოზიტიური მესიჯები გავავრცელოთ. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ნეგატიური ზემოქმედება მომხდარია. პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, აჩენს ზოგადად საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს და ეს აისახება მათ შორის სავალუტო კურსზე.
მაკროეკონომიკური გარემო კვლავაც ჯანსაღია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია დაგვეხმარება, ლარის კურსის სტაბილიზაციაც მოხდეს".
ლარი არის თინეიჯერი — ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
"ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე.
მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ, ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება".
შოკები ყოველთვის მოსალოდნელია — კობა გვენეტაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
"საქართველოში ტურისტული შემოდინებებიდან მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს დასტურდება რიცხვებითაც. ამ ეტაპზე საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა, ეს გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი.
მე, აბსოლუტურად, მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის. შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი და პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის მიმართულება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს დედოლარიზაციაა".
აქციებს უკავშირდება — კახა კალაძე, თბილისის მერი
"ეს არის აქციებთან დაკავშირებული მოვლენები, თუ როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესები, გარე ფაქტორები, ყველაფერი ეს ერთობლიობაში გვაძლევს შედეგს, რაც გვაქვს დღეს, რაც არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადაიდგას, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს".
მცურავი სავალუტო კურსი გვაქვს — ირაკლი კოვზანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
"ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, რომელიც ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და შთანთქავს საგარეო შოკებისგან გამოწვეულ შედეგებს. თუ ლარის გაუფასურება ინფლაციაზე აისახება, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ჩაერიოს და მას აქვს ინსტრუმენტები ინფლაციის დასათრგუნად, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევის, სავალუტო ინტერვენციებისა თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობით. ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, ამ ღონისძიებებს გამოიყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა".
ბედს არიან მინდობილები — რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი
"ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ ლარი თავისით დასტაბილურდება. თავისით არაფერი ხდება. ძალიან სავალალოა, რომ ლარის გაუფასურებას რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლებას აბრალებენ. საქართველოში ტურიზმი გაიზრდება, ცხრა მილიონს მიაღწევს და ამ სფეროდან შემოსავალი თანხა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე შარშან იყო იმის მიუხედავად, რუსეთიდან ნაკლები ტურისტი შემოვა თუ არა. პრობლემების გადაბრალება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში იმ სიღრმისეულ მოვლენებს ვერ აცნობიერებენ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება".
ლარის ტურიზმზე გადაბრალება უტიფრობაა — ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველოს დეპუტატი
"ლარის მდგომარეობის ტურიზმზე გადაბრალება, როდესაც ტურისტების საერთო რაოდენობაში მაინც ზრდაა, უტიფრობაა. ლარის მდგომარეობას განაპირობებს ინვესტიციებში კლება. და ინვესტიციებში კლება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას მოაჯდა ერთი მილიარდერი და არ არსებობს სამართლიანი სასამართლო".
ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის — დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
"ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან, ალბათ, გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვარწმუნებს, "მილევადი პროცესები ყოფილა".
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
კომენტარები