ადეიშვილი: რეალურად, 2007 წელში სახელმწიფოს ავარიდეთ ის, რაც 2018-ში გახდა ცხადი
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილის ამბობს, რომ 2007 წელს სახელმწიფოს აარიდეს ის, რაც "2018-ში გახდა ცხადი". ადეიშვილის თქმით, იმ დროს რუსებისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა იყო.
რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან საუბრისას ის ყვება, რომ 2012-ში სახელმწიფო მიიტაცეს და ეს ცხადი 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა.
"2012-ში ეს მოხდა, მაგრამ საზოგადოებას სხვა არგუმენტებიც ჰქონდა, რის გამო უნდა შეცვლილიყო ხელისუფლება და შემდეგ გახდა ცნობილი, აბსოლუტურად სხვა ხელისუფლება მივიღეთ", — აღნიშნა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.
ხელისუფლებამ 7 ნოემბრის აქციების პერიოდში არაერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ადეიშვილის თქმით, 2007 წელს ფარული ჩანაწერების გასაჯაროება შეცდომა იყო.
გავრცელებულ ჩანაწერებს შორის იყო, სავარაუდოდ, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, ბაჩო ახალაიას აქციის დაშლას სთავაზობდა.
7 ნოემბრის აქციის ძალისმიერად დაშლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას განეცხადებინა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა.
მასალაში წარმოდგენილი იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, ლევან ბერძენიშვილისა და თანასწორობის ინსტიტუტის დამაარსებლის, გიორგი ხაინდრავას ჩანაწერები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით "რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ".
კიდევ ერთ სატელეფონო ჩანაწერში, სავარაუდოდ, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი იგივე პიროვნებას ესაუბრება საქართველოს გეგმების შესახებ დსთ-სთან დაკავშირებით. ფარული კამერით გადაღებულ კადრებში, სავარაუდოდ, გიორგი ხაინდრავა ხვდება ადამიანს, რომელიც, შსს-ს ცნობით, რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელია.
ამავე დღეს გავრცელდა მორიგი ჩანაწერი, რომელშიც კონსტანტინე გამსახურდიას ძმა, ცოტნე გამსახურდია რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს ხვდება. ასევე გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ცოტნე გამსახურდია საყვედურობს თავის ძმას, კონსტანტინე გამსახურდიას და ცალკე სატელეფონო საუბარში შალვა ნათელაშვილს, როგორ გაუშვა ოპოზიციამ შანსი ხელიდან მას შემდეგ, რაც 150 000 ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ 2 ნოემბერს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები