როგორ მოკვდები, თუ ასტეროიდი დაგვეჯახება
ასტეროიდით დაღუპვის შანსები ძალიან, ძალიან მცირეა.
ასტეროიდები, რომელმაც, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან, ჩვენს პლანეტას საშუალოდ მხოლოდ 500 000 წელიწადში ერთხელ ეცემიან. 140-მეტრიანი ასტეროიდებიც კი, რომელსაც ქალაქებისა და რეგიონების განადგურება შეუძლიათ, დედამიწაზე მხოლოდ 10 000 წელიწადში ერთხელ ვარდებიან.
ამ ზომის ერთ-ერთმა ასტეროიდმა დედამიწას სულ რამდენიმე დღის წინ, 73 000 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრინა, რაც დაახლოებით ხუთჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის. შოკისმომგვრელი კი ისაა, რომ ასტეროიდი ასტრონომებმა დედამიწასთან მაქსიმალურად მოახლოებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს.
გასაგებია, რომ შანსი მცირეა, მაგრამ რა მოხდება, თუ დედამიწას გარკვეული ზომის ასტეროიდი მართლაც შეეჯახება? ჰოლივუდის წარმოდგენები ამ საკითხზე ცნობილია — ჩვენ მასიურ ცუნამს, ან ცეცხლის შეუჩერებელ ტალღას უნდა შევეწიროთ. თუმცა, ეს მოსაზრება რეალობას მოკლებულია.
2017 წელს ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა ანალიზი, სადაც განხილული იყო უშუალო მიზეზები, რომლებმაც ასტეროიდის ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, მსხვერპლი გამოიწვიოს.
ამ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელების გამოყენებით ასტეროიდის ჩამოვარდნის 50 000 სიმულაცია შექმნეს, ასტეროიდის ზომები კი მრავალფეროვანი იყო.
მათ დასკვნა შემდეგია: თუ ასტეროიდის ჩამოვარდნას შეეწირებით, თქვენი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ქარი და მაღალი წნევის ტალღები იქნება.
გასაკვირია, მაგრამ კრატერის წარმოქმნისას ამოტყორცნილი მასა და სეისმური არასტაბილურობა მსხვერპლის მხოლოდ მცირე ნაწილზეა პასუხისმგებელი.
ასტეროიდი 2019 OK, რომელმაც დედამიწას რამდენიმე დღის წინ ჩაუფრინა, ჩვენს პლანეტას რომ დაჯახებოდა, შეჯახების არეალში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა ქარის გამო დაიღუპებოდა.
რატომ ქარი?
როდესაც საკმარისად დიდი ზომის ასტეროიდი დედამიწასთან შეჯახებამდე ჰაერში ფეთქდება (ისიც კი არაა საჭირო, რომ ასტეროიდი დედამიწის ზედაპირს შეეხოს), ის წნევას წარმოქმნის, რომელიც, თავის მხრივ, უძლიერეს, ქალაქების გამანადგურებელ ქარებს იწვევს. აფეთქების შედეგად წარმოქმნილ წნევას ადამიანის შინაგანი ორგანოების გახეთქვაც შეუძლია.
მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში ასტეროიდის მსხვერპლის 60 პროცენტი ქარით და წნევით იყო დაღუპული.
ასტეროიდის ზომის ზრდასთან ერთად, ქარისა და წნევის გარდა სხვა მიზეზით დაღუპვის შანსი იმატებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ქარი სიკვდილის პირველი მიზეზია. ცუნამი, შედარებით, ნაკლებად სახიფათოა, რადგან სანაპირო ტალღების ძალას მეტნაკლებად ანეიტრალებს. ასევე, ცუნამის საშიშროება მხოლოდ მაშინ დგება, თუ ასტეროიდი წყალში ჩავარდა.
ამ ყველაფერზე, ახლა შეგიძლიათ არ იდარდოთ. შანსი, რომ თქვენი ცხოვრების განმავლობაში დედამიწას უზარმაზარი, გამანადგურებელი ასტეროიდი დაეცემა, მცირეა. პატარა ასტეროიდები დედამიწაზე უფრო ხშირად ცვივა, თუმცა ასეთი ასტეროიდით ზიანის მიღების შანსი კიდევ უფრო მიზერულია.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები