სერიალი ჩემი ცოლის დაქალები რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ამის შესახებ On.ge-ს ფორმულა კრეატივში განუცხადეს. მათი თქმით, რუსთავი 2-ზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.

ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.

მათივე ცნობით, რუსთავი 2-ზე, ასევე, აღარ გავა გადაცემები: სამზარეულოს ომები და მთავარი ექიმი.

ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.