მოსკოვში აქციაზე, სადაც სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, 700-მდე აქტივისტი დააკავეს
დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, OVD-Info-ს ცნობით, 685-მდე ავიდა მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა რაოდენობა. მანამდე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი. სობოლი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ის კანდიდატია, რომელიც არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს.
ოპოზიციური რუსული მედიის, დოჟდის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც აქცია უნდა გაიმართოს პოლიციაა მობილიზებლი და ხალხს აფრთხილებს, რომ აქცია არასანქცირებულია. გამოცემა წერს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კავშირის პრობლემაა.
ოპოზიციონერებისა და მათი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნა 27 ივლისის აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და იმ პოლიციელების დასჯაა, ვინც მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა.
გამოცემა Meduza წერს, რომ ოპოზიციური აქციის პარალელურად მოსკოვის მერიამ ბოლო წუთებში როკ-კონცერტი დააანონსა. კონცერტზე მიწვეული მუსიკოსების უმრავლესობას რამდენიმე დღით ადრე შეატყობინებს, მათმა ნაწილმა კი საკუთარი თავი სიაში გაფრთხილების გარეშე ნახა. ორმა ბენდმა Bravo-მ და Tequilajazzz-მა მალევე განაცხადეს, რომ მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტში არ იმღერებენ.
ეს კონცერტი ერთადერთი საჯარო ღონისძიება არაა, რომელიც ამ შაბათ-კვირას მოსკოვში გაიმართება. გასართობმა ვებგვერდმა აფიშამ მუსიკალური ფესტივალი თავადაც დააანონსა, ასევე იმართება საფეხბურთო მატში სპარტაკსა და დინამოს შორის.
ამის ფონზე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადებს, რომ მათ გაუჭირდებათ მსგავსი სიდიდის ღონისძიებების გაკონტროლება. მერიამ უარყო ბრალდებები, რომ კონცერტი ოპოზიციური აქციის გამო დაიგეგმა. მათ თქვეს, რომ ეს არ უკავშირდება მასობრივ პროტესტებს მოსკოვში.
რა ხდება მოსკოვში
მოსკოვში 8 სექტემბერს დუმის არჩევნები გაიმართება. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო რამდენიმე ათასი ისეთი ამომრჩევლის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს. მათ შორის, არიან მოსკოველი დეპუტატები, ილია იაშინი და იულოია გალიამინა, ასევე კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები ლიუბოვ სობოლი და ივან ჟდანოვი, პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და სერგეი მიტროხინი.
სწორედ ამას მოყვა მასშტაბური პროტესტი მოსკოვში. ოპოზიციის მხარდამჭერები კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდნენ აქციაზე.
"ჩვენ გვაქვს უფლება გვყავდეს საკუთარი კანდიდატი", "სირცხვილია" — ამ და სხვა სლოგანებით მათ გუშინ, 27 ივლისს არაერთ ლოკაციაზე გამართეს აქცია. პოლიცია და სპეცრაზმი მათ სცემდა, აკავებდა, ალყაში აქცევდა და დევნიდა, თუმცა აქცია გრძელდებოდა.
პროტესტის პარალელურად სპეცრაზმი შეიჭრა ოპოზიციური მედიის ნავალნი ლაივის სტუდიაში, რომელიც აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. პოლიცია შევიდა დამოუკიდებელი მედიის დოჟდის შენობაშიც, რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში აშუქებდა პროტესტს და მთავარ რედაქტორს დაკითხვის ოქმი ჩააბარა. ის აქციების შესახებ დაკითხეს.
პოლიცია დაკავების მიზეზად აქციის არასანქცირებულობას და დემონსტრანტების აგრესიას ასახელებდა. თუმცა, ისინი აკავებდნენ ყველას. მათ შორის, აქტივისტებს, რომლებიც ჰიმნს მღეროდნენ და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებებზე საუბრობდნენ.
რუსეთში, ოპოზიციურ აქციებზე, სადაც სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ გასულ კვირას 1 373 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ოვდ ინფო ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელი მედია პროექტია და რუსეთში პოლიტიკურ დევნას შეისწავლის. რაც შეეხება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისინი მხოლოდ 1 074 ადამიანის დაკავებას ადასტურებენ.
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები