16 სასაცილო, უცნაური ან, უბრალოდ, ჭკვიანური გამოგონება 1870-1950 წლებიდან
ამერიკელი გამომგონებლები არაერთი უცნაური იდეის ავტორები არიან. ამაში დასარწმუნებლად შეერთებული შტატების პატენტებისა და საბაზრო მარკების ოფისის არქივში ჩახედვაც საკმარისია. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მაგალითებიდან ზოგიერთი მართლაც კარგი მიგნებაა.
ტრანსფორმირებადი მანქანიდან დაწყებული, სარწეველა აბაზანითა და თმის იდეალურად შემჭრელი მოწყობილობით დასრულებული, 1870-1950 წლებით დათარიღებული ეს პატენტები ცოტა ხნით დროში უკან დაბრუნებასაც კი მოგანდომებთ.
1. მაღვიძარა, რომელიც, ცოტა არ იყოს და, უხეშად გაღვიძებთ
ეს მაღვიძარა საათის მექანიზმით მოძრაობაში მოყვანილ ანტენას პირდაპირ შუბლში მოგარტყამთ. ამის მერე დილის შეხვედრებზე უკვე გარანტირებულად აღარასდროს დაგაგვიანდებათ. პატენტი, დაახლოებით, 1919 წლით თარიღდება.
2. ზამბარებიანი ფეხსაცმელი
თუ სასწაული მოხდა და მაღვიძარამ არ იმუშავა, არ იდარდოთ - ფეხსაცმელზე დამაგრებული ზამბარებიანი მოწყობილობა უფრო სწრაფად და მარტივად გადაადგილებაში დაგეხმარებათ. პატენტის გაცემის დრო, დაახლოებით, 1920 წელია.
3. სარწეველა სავარძელი აბაზანით
კომბინირებული სარწეველა, რომელიც კომფორტული სკამის ფუნქციასთან ერთად აბაზანის დანიშნულებასაც ითავსებს, სასიამოვნოსა და სასარგებლოს ჩინებულად უხამებს ერთმანეთს. შექმნილია 1899 წელს.
4. კეპი სავარცხლით
კომბინირებული ქუდი, რომელიც, პირდაპირი დანიშნულების გარდა, სავარცხლის ფუნქციასაც ითავსებს, უწყებაში 1920 წელს დააპატენტეს. ქუდის შიდა მხარეს სავარცხელი ისეა მიმაგრებული, რომ მისი მოხდისას თმა ავტომატურად ივარცხნება.
5. ვერტიკალურად პარკირებადი მანქანა
მანქანა დასაკეცი სახურავითა და საქარე მინებით ისეა აწყობილი, რომ მისი პარკირება, ნაკლები ადგილის დასაკავებლად, ვერტიკალურადაცაა შესაძლებელი. ეს გამოგონება განსაკუთრებულად მიმზიდველი უნდა იყოს თანამედროვე ქალაქებში მცხოვრებთათვის. პატენტი თარიღდება 1926 წლით.
6. ულვაშის პირბადე
1876 წელს დაპატენტებული ულვაშის პირბადე ჭამისა და დალევის დროს სახის თმას დასვრისაგან იცავს.
7. თასის ფორმის თმის შესაჭრელი მოწყობილობა
თმის შესაჭრელი მოწყობილობა სტილისტისთვის შესაძლებელს ხდიდა, ერთ დროს ბავშვებში განსაკუთრებულად პოპულარული ვარცხნილობა, ბობი, იდეალური სიზუსტით შეეკრიჭა. პატენტი შექმნილია 1920 წელს.
8. წყლის იარაღი
1884 წლის ეს გამოგონება რკინიგზის ლიანდაგებიდან ცხოველების გადასარეკად უნდა გამოყენებულიყო. ის შემდეგნაირად მუშაობს: მოწყობილობა, რომელიც ლოკომოტივზეა დამაგრებული, მიერთებულია ცხელი წყლის მილთან, რომელიც რელსებზე მყოფ ცხოველს უნდა დაუმიზნო.
9. მანქანა-ტრანსფორმერი
მბრუნავი წინა და უკანა განყოფილებების მქონე მანქანა, რომლის ტარება ორივე ბოლოდანაა შესაძლებელი, თავის ნამდვილ ჯეიმს ბონდად გაგრძნობინებდათ. პატენტი 1953 წლით თარიღდება.
10. მაღვიძარა საწოლი
ეს მაღვიძარა საწოლი 1900 წელსაა შექმნილი და შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც გაღვიძების დრო მოვა, ის მძინარეს 45-გრადუსიანი კუთხით ჰაერში წევს. სუსტი გულის პატრონთათვის რეკომენდირებული არაა.
11. მკერავი მაკრატელი
ეს გამოგონება, ფაქტობრივად, მცირე ზომის საკერავი მანქანაა, რომელიც მაკრატლის პირის ორივე ნაწილზე ისეა მიმაგრებული, რომ ხელის მარტივი მოძრაობით, ჭრის ნაცვლად, გაკერინებს. პატენტი დამტკიცდა 1858 წელს.
12. იატაკის მოსაპრიალებელი ჩუსტები
1915 წლის დიზაინით შექმნილი ჩუსტები, რომლებიც ერთმანეთზე თოკით არიან გადაბმულები, იატაკის მარტივად მოსაპრიალებლადაა განკუთვნილი. მთავარია, ფეხი არ დაგიცდეთ!
13. პორტატული ჰამაკი
პატარა, კომპაქტური, სამოგზაურო ჰამაკი იდეალურია ისეთი მოგზაურობებისთვის, როდესაც მოსასვენებლად საჭირო დრო და სივრცე არ გაქვს. ის შეგიძლია, მატარებლის ორ სკამს შორის გადაკიდო და კომფორტულად მოთავსდე. დიზაინი 1889 წელს დაპატენტდა.
14. ცხენის თავზე დასამაგრებელი სანათი
1879 წლის ეს პატენტი გზის გასანათებელი მოწყობილობაა, რომელიც ცხენის აღვირზე, ზუსტად ყურებს შორის მაგრდება.
15. საწამლავის ბოთლი
თავის ქალის რელიეფიანი ბოთლი საწამლავის მოსათავსებლად იმიტომაა ზედგამოჭრილი, რომ, მსგავსი დიზაინის წყალობით, ნაკლები შანსია, ის ბავშვს ან უსინათლო ადამიანს რამე სხვაში აერიოს. პატენტი 1875 წლით თარიღდება.
16. გამაგრილებელი სავარძელი
ეს სავარძელი ცირკულაციით გაგრილებულ ჰაერს მასში მჯდომი ადამიანის თავთან ატრიალებს. მისი მექანიზმის ასამუშავებლად მხოლოდ სავარძლის დარწევაა საჭირო. ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებაც ასე უნდა! შექმნილია 1869 წელს.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები