დაფინანსება, ანტირეკლამა, ცესკო — რა ცვლილებებს გეგმავს ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსში
საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს, იქამდე კი ოპოზიციასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მესამე რაუნდს მართავს. ცვლილებების პროექტი საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა პარტიების დაფინანსების წესი, პარტიის რეგისტრაცია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.
ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში იგეგმება
- 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით;
- შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;
- პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილი სიის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, 30-პროცენტიან დანამატს მიიღებს;
-
უფასო საეთერო დრო თანაბრად განაწილდება. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან. მათგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას;
- პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით;
- დარეგულირდება ბიულეტების ნამდვილობის შემოწმების წესი, ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი;
- 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე პირებს უფლება ექნებათ ხმის მისაცემად თავად შეარჩიონ ადაპტირებული საარჩევნო უბანი. ყველა ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული საარჩევნო უბანი ჰქონდეს;
- ოპონენტის ანტირეკლამაზე შეზღუდვები დაწესდება. ანტირეკლამის ნაწილი სარეკლამო რგოლის მეოთხედს, 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
ოპოზიცია
ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს, გარდა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა არ ეთანხმება და ამბობს, რომ კანონპროექტი პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მათ შენიშვნები აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პარტიების დაფინანსების წესი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და საარჩევნო რეკლამა, რომელიც ანტირეკლამას ზღუდავს.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ცვლილებათა პაკეტში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც მსჯელობას საჭიროებს. მისი შეფასებით, მთავარია, რომ ოპოზიციამ შეძლოს ხელისუფლების დარწმუნება, რათა საარჩევნო გარემო შედარებით გაუმჯობესდეს.
"პრევენციის საშუალება, რომ უბანზე თავისუფლად მიხვიდე, არ გაიძულონ, რომ გადაუღო ბიულეტენს, ხელი მოაწერო შენს არჩევანს, რითაც ფარულობა ირღვევა — ეს საკითხები მიგვაჩნია, რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. რეკლამის საკითხი იქნება თუ დაფინანსების საკითხი, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ ამ ფორმატში. მაგრამ მთავარი გზავნილი, რომელიც საზოგადოებისთვის გვაქვს არის ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება განწირულია. არჩევნებზე, დემოკრატიული წესით უნდა უზრუნველვყოთ მისი ჩანაცვლება. ეს არჩევნები იქნება ამ კუთხით გამორჩეული. შევეცდებით, დავარწმუნოთ ხელისუფლება რომ საარჩევნო გარემოც იყოს გაუმჯობესებული", —განაცხადა ოთარ კახიძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიმდინარეობს ქართული ოცნების დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა.
"პრაქტიკულად, დასხდნენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად და ის პრობლემები, რომელიც ჰქონდათ ოპოზიციისგან წინა არჩევნებზე, ამოავსეს. ეს არის ხვრელელი, რომელიც ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა საარჩევნო კამპანიის დროს. ვნახეთ ბევრად უფრო დამძიმებული საარჩევნო გარემო. პრაქტიკულად მიმდინარეობს ქართული ოცნების დიქტატის ქვეშ საარჩევნო კანონმდებლობის განსაზღვრა", — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველა ცვლილება, გარდა პროპორციული საარჩევნო სისტემისა, მიზნად ისახავს ოპოზიციური სპექტრის, გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას დაშლას.
"შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩვენ მათ მოვუგეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ, ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა ქართული ოცნებისთვის და ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდებიან. ამის საპასუხოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა, დამშვიდდით, ხალხო, ნეტა ასეთი მონდომებული გაჭირვების და კორუფციის წინაშე ბრძოლაში იყოთ. მაინც არ დავიშლებით, გაერთიანებული ოპოზიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს", — თქვა გიორგი ვაშაძემ.
ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საარჩევნო რეკლამის ნაწილში დაწესებულ შეზღუდვებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ქართული ოცნება "ოპოზიციას რეკლამას თავად უგეგმავს".
"ამ დროს ხელისუფლებამ ლამის სცენარი დაგვიწერა, როგორი უნდა იყოს საარჩევნო კლიპი, როგორ უნდა გამოვიტანოთ ნომერი და სახელწოდება პარტიისა, თუ ბლოკისა, თავში, შუაში, ბოლოში, როგორი უნდა იყოს სცენარი ამ რეკლამისა. ნეგატიური რეკლამა იკრძალება მნიშვნელოვანწილად. მე ვერ გავიგე ახლა, თუ ჩვენია ეს რეკლამა და პარტიამ უნდა გააკეთოს, მაშინ ის თავისუფალი უნდა იყოს ამაში და რასაც ჰქვია სიძულვილის ენა, ქსენოფობიური დამოკიდებულება, გეთანხმებით, ეს უნდა იკრძალებოდეს, მაგრამ მთლიანად ამის აკრძალვა და ამის რეგულაციების დაწესება მიმაჩნია, რომ არის არასწორი", — განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ ხელისუფება ხელოვნურ ბერკეტებს უქმნის პარტიებს, იმისთვის, რომ აკონტროლოს ოპოზიციური პარტიების რეგისტრაცია.
"არის გარკვეული საკითხები, მათ შორის არჩევნებში პარტიის რეგისტრაცია, რაც გარკვეულ კითხვებს იწვევს და გართულებულია მექანიზმები ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ არასწორია და ხელოვნური ბერკეტებია შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფო ბერკეტებს კონტროლი ჰქონდეთ პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით", — თქვა დავითაიამ.
დაფინანსება, სარეკლამო დრო, ცესკოს დაკომპლექტების წესი — ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში დეპუტატი ეკა ბესელია პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
"ამ პაკეტში არის საკმაოდ ბევრი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებას სცდება. ბლოკებთან დაკავშირებითაც არ არის ჩანაწერი. რამდენიმე პრინციპული რეკომენდაციაა, რომელიც აქვს ეუთოს ოდირს და ევროსაბჭოს და ამ რეკომენდაციების გაზიარება იქნება მნიშვნელოვანი", — განაცხადა ბესელიამ.
არასამთავრობო სექტორი
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაზე პრობლემური საარჩევნო რეკლამის შესახებ კანონპროექტში არსებული ჩანაწერებია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, ოპონენტების ანტირეკლამის შეზღუდვა პრობლემური ცვლილებაა, რადგან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.
"ჩვენ გვესმის ის რეკომენდაციები, რომელიც ამ მიმართულებით იყო, თუმცა ვხედავთ უფრო დიდ საფრთხეს სიძულვილის ენის განმარტების გარეშე შემოტანის შემთხვევაში ისევე, როგორც ეს საფრთხე არ არის მყისიერი საფრთხე, ასეთ პირობებში ამ ტიპის შეზღუდვის შემოტანა ვფიქრობთ, რომ შეიძლება უარყოფითად აისახოს არსებულ სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე. გარდა ამისა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომლითაც განსხვავებული სქესის სიაში შეყვანა 30%-იან დაფინანსებაზეა მიბმული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული", — ამბობს სალაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ რეკლამის ნაწილში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში პრობლემები მედიაორგანიზაციებსაც შეექმნებათ.
"ზოგიერთი არსებული რეგულაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ამ ვერსიაში, მათ შორის მედიისთვისაც. მედიას გაუმკაცრდა რეგულაციები არჩევნების კუთხით, აქ საუბარია, რომ სარეკლამო ტარიფების დადგენა მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა,რომ რეკლამების შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ", — ამბობს ნატროშვილი.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები