მსხვილი ნაწლავის კიბო გაახალგაზრდავდა
მსხვილი და სწორი ნაწლავის (კოლორექტული) კიბო მოხუცთა ასაკის დაავადებაა — პაციენტთა უმრავლესობას ამ დიაგნოზს 50 წელს ზემოთ უსვამენ. თუმცა, ბოლო კვლევებით ამ პათოლოგიის გაახალგაზრდავება შეინიშნება. ამის შესახებ ფაქტობრივი მტკიცებულება კანადელმა მკვლევარებმა წარმოადგინეს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს 1969 წლიდან 2015 წლამდე კანადის კიბოს ეროვნული ცენტრების მონაცემები და ჯამში კოლორექტული კიბოს 688 515 შემთხვევა გამოიკვლიეს. 2006 — 2015 წლებში შეინიშნება კიბოს გაახალგაზრდავება 50 წელს ქვემოთ მამაკაცებში (3,47%), ხოლო 2010 — 2015 წლების შუალედში 50 წელს ქვემოთ ქალებში (4,45%).
"ეს ტენდენცია რამდენიმე წლის წინ შევამჩნიეთ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ იგი წლების განმავლობაში შენელდებოდა, თუმცა ყოველწლიურად საპირისპიროს ვხედავთ: ახალგაზრდა ადამიანებში კოლორექტული კიბოს შემთხვევები იმატებს და ეს ძალზე საგანგაშო სიტუაციაა" — მიიჩნევს დარენ ბრენერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
დაახლოებით ასეთივე ტენდენცია შეინიშნება აშშ-ს კიბოს სტატისტიკაშიც. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდების შემთხვევაში ამ ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნეები უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან.
ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: მოხუცებულთა შემთხვევაში კოლორექტული კიბოს შემთხვევები სულ უფრო მცირდება, რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად ამ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის დონეც იზრდება. ხანშიშესულები აქტიურად ერთვებიან სკრინინგში და იტარებენ გეგმიურ კოლონოსკოპიებს, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ახალგაზრდებში კოლორექტული კიბოს რისკები მაინც უფრო დაბალია, ვიდრე 50 წელს ზემოთ ადამიანებში.
"ახალგაზრდები ამ რისკის მატარებლები იქნებიან და ასაკის მატებასთან ერთად, 50 ან 60 წელს ზემოთ, მათ საკუთარ მშობლებთან შედარებით ავადობის უფრო მაღალი რისკი ექნებათ" — აღნიშნავს რებეკა სიგელი, ამერიკის კიბოს ასოციაციის ეპიდემიოლოგი.
რა შეიძლება იყოს ამ ყოველივეს მიზეზი?
ამ კითხვაზე მკვლევარებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. სიმსუქნე და დუნე ცხოვრების სტილი ბოჭკოვან დიეტასთან ერთად კოლორექტული კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, ისევე როგორც ქრონიკული ანთებითი პროცესები და დიაბეტი ტიპი 2. მიუხედავად ამ რისკ-ფაქტორებისა, ხაზგასმით უნდა ვთქვათ: ეს ყოველივე აუცილებელი არ არის ამ დაავადების განვითარებისთვის.
რას უნდა მიაქციონ ახალგაზრდა ადამიანებმა ყურადღება?
ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა), მოვლითი ხასიათის ტკივილები, შებერილობა, სისხლიანი განავალი, მოულოდნელი წონაში კლება — ეს ამ პათოლოგიის არასრული სიმპტომებია. ახალგაზრდა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.
ამერიკის კიბოს ასოციაცია კოლორექტული კიბოს სკრინინგის ასაკს უკვე 45 წლამდე ჩამოსწევს. ეტაპობრივად გაგრძელდება ამ პათოლოგიის გაახალგაზრდავების ზუსტი მიზეზების დადგენა.
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
კომენტარები