გორში, ნატყვიარ კედელზე აგვისტოს ომის სახელობის სტენსილი დახატეს

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
გორში იმ კედელზე, რომელსაც 11 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ტყვია მოხვდა, სტენსილი დახატეს. გაგოშას ამ ნახატით აღნიშნა ომიდან 11 წლისთავი საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ კამპანია ძალა ევროპაშიას ფარგლებში.
წლების გასვლის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე ეტყობა ომის კვალი.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და მცოცავი ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
კომენტარები