ითამაშე და ისწავლე – 10 საბავშვო წიგნი "შემეცნებითი" ზაფხულისთვის
ზაფხული კარგი დასვენების, სიახლეების აღმოჩენისა და მზიანი ამინდების სეზონია, რომელსაც ყველაზე მოუთმენლად პატარები ელიან. ბავშვებს ხომ ყველაზე მეტად გარეთ სირბილი, ბურთის თამაში ან მდინარეზე წასვლა უხარიათ. თუმცა, როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ბავშვებმა ზაფხული შემეცნებითადაც გაატარონ, ოღონდ ეს რუტინა კი არა, დამატებითი გასართობი იყო მათთვის?
გთავაზობთ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ 10 წიგნს სულაკაურის გამომცემლობის სერიიდან ქაღალდის თვითმფრინავი - ითამაშე და ისწავლე. თითოეული დასახელება მოიცავს ფაზლებს, 3D-კონსტრუქციებს, გასაფერადებლებსა თუ სტიკერებს. თითოეული წიგნი და კომპონენტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მასალით.
ათამაშეთ, ასწავლეთ და გაუხალისეთ ზაფხულის ცხელი დღეები თქვენს პატარებს!
1. მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო
იმისთვის, რომ თქვენს პატარებს საქართველოში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდეთ, ჯერ მისი კუთხეების კულტურული თავისებურებები უნდა გააცნოთ და შეაყვაროთ.
მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო თქვენს პატარებს ჩვენს ქვეყანაში ამოგზაურებს, შეასწავლის სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და წესჩვეულებებს; შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული 205-ნაწილიანი ფაზლი კი უკეთ გააცნობს საქართველოს მხარეებს.
ასაკი: 6+
2. არდადეგების წიგნი
ცხადია, ზაფხული, უპირველესად, გრძელ არდადეგებთან ასოცირდება და არდადეგების წიგნიც სწორედ ისაა, რაც ბავშვებს მის მხიარულად და, ამასთანავე, შემეცნებითად გატარებაში დაეხმარება.
ამ წიგნში თავმოყრილი თავსატეხები, კროსვორდები, ლაბირინთები, გასაფერადებლები, სტიკერები, ჯგუფური თამაშები და სხვა ნაირ-ნაირი გასართობი ბავშვებს არდადეგებს კიდევ უფრო გაუხალისებს და მოწყენის საშუალებას არ მისცემს.
ასაკი: 6+
3. აღმოაჩინე, გამოიკვლიე, შეისწავლე მითებისა და ლეგენდების სამყარო
აღმოაჩინე, გამოიკვლიე, შეისწავლე მითებისა და ლეგენდების სამყარო თქვენს პატარებს არაერთ მითსა თუ ლეგენდას მოუთხრობს და გასაოცარ მითურ არსებებს გააცნობს. ბავშვები გაიგებენ, ვინ იყვნენ ზევსი, ოდისევსი და სირინოზები; როგორი არსებები არიან ელფები და გნომები; სად ბინადრობენ იეტი, კენტავრები, ლეპრეკონები და ა.შ.
ყუთი, რომელიც იდეალურია საინტერესო აღმოჩენებით სავსე ზაფხულისთვის, აერთიანებს წიგნს, 200-ნაწილიან ფაზლს და 12 დასადგმელ ფიგურას სამგანზომილებიანი ფაზლი-რუკის ასაწყობად. ეს ყველაფერი კი, შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობის საწინდარია!
ასაკი: 6+
4. აღმოაჩინე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა
შესაბამისი ცოდნით შეიარაღებულს, ყველას შეუძლია ასტრონავტი იყოს!
თუ ჩვეულებრივი დასვენება საკმარისი არ არის და თქვენი ბავშვის ინტერესები დედამიწის ფარგლებსაც კი სცდება, აღმოაჩინე და შეისწავლე კოსმოსი და მზის სისტემა ნამდვილი მეგზური იქნება მისთვის ამოუცნობ, უკიდეგანო სამყაროში.
ცნობისმოყვარე ასტრონავტს ყუთში დახვდება 32-გვერდიანი წიგნი კოსმოსის შესახებ და 205-ნაწილიანი ფაზლი, რაც უფრო თვალსაჩინოს გახდის წიგნიდან შეძენილ ცოდნას.
ასაკი: 6+
5. მსოფლიოს ატლასი – გააფერადე რუკები
ნეტა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში როგორი ზაფხული იცის?
ამ გასაფერადებლით ბავშვებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაიცნონ მსოფლიო - დაათვალიერონ ამა თუ იმ კონტინენტის ღირსშესანიშნაობები, გაიცნონ იქაური ხალხი, აღმოაჩინონ, სად რომელი ცხოველი ბინადრობს და შეიტყონ მეტი სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.
ასაკი: 6+
6. დინოზავრები – წიგნი + ფაზლი
დინოზავრები წიგნსა და 100-ნაწილიან ფაზლს აერთიანებს. წიგნი სახალისო თავსატეხების ნაკრებია, რაც საშუალებას მისცემს პატარებს, გაივარჯიშონ გონება. უფრო კონკრეტულად, წიგნ-თავსატეხში უამრავი დინოზავრის ნახატია თავმოყრილი, პატარა ღრუბლებში კი შეკითხვები და დავალებებია მოცემული, ხოლო ფაზლი სხვადასხვა სახეობის დინოზავრების ილუსტრაციებს მოიცავს.
ეს წიგნი-თავსატეხი არაჩვეულებრივი გზაა დინოზავრების ეპოქაში სამოგზაუროდ.
ასაკი: 5+
7. ფერმა
ფერმა და სოფელი ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. სწორედ იმისთვის, რომ ბავშვებმა უკეთ შეიმეცნონ და შეიყვარონ შინაური ცხოველები და სოფლის ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალები, გთავაზობთ ფერმას.
ფერმა ყუთია, რომელიც აერთიანებს წიგნს შინაური ცხოველების შესახებ, მუყაოს ნაჭრებს სამგანზომილებიანი ფერმის ასაწყობად და მუყაოსავე დასადგმელ ცხოველებს. პატარები ინსტრუქციის მიხედვით თავადვე ააშენებენ ფერმას და ნამდვილ ფერმერებად იგრძნობენ თავს.
ასაკი: 3+
8. ისწავლე ინგლისური ანბანი
ზაფხულის გრძელი დღეები იდეალურია ბავშვებისთვის ახალი ენის ასათვისებლადაც.
ისწავლე ინგლისური ანბანი ყუთია ფერადი ნახატებით გაფორმებული წიგნითა და 28-ნაწილიანი ფაზლით.
არ დაიზაროთ თქვენს პატარებს ინგლისური სიტყვები თამაშ-თამაშით, სახალისო ილუსტრაციების დახმარებით ასწავლოთ. მათთან ერთად ფაზლის აწყობა კი, შემეცნების პროცესს ბევრად უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის.
ასაკი: 3+
9. აფრიკის ცხოველები
მოგზაურობისას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი კონტინენტიც არ უნდა გამოგვრჩეს. აფრიკის ცხოველები მრგვალ ყუთში მოქცეული 30-ნაწილიანი ფაზლია, რომელსაც პატარა ილუსტრირებული წიგნი ახლავს თან.
პაზლების აწყობით პატარები დროს საინტერესოდ და სახალისოდ გაატარებენ, ხოლო წიგნში წაიკითხავენ მარტივი ენით, მოკლედ აღწერილ ამბებს აფრიკაში მობინადრე ცხოველების შესახებ.
ასაკი: 3+
10. რიცხვები – წიგნი + ფაზლი
ყველაზე პატარებისთვის რიცხვების სწავლის დროა! რიცხვების ცოდნა ხომ სამყაროს შეცნობის გზაზე ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. ამ ყუთში პატარები იპოვიან წიგნს, რომელშიც წაიკითხავენ სახალისო ლექსებს და ფაზლს, რომლის სწორად დაწყვილებითაც სწრაფად და ადვილად ისწავლიან რიცხვებსა და 10-მდე თვლას.
ასაკი: 2+
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები