სააკაშვილი: მაშინ არ გვეგონა რომ რუსეთი ომს დაიწყებდა, ამაში გვარწმუნებდნენ პარტნიორებიც
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ვერ წარმოედგინა, თუ რუსეთი ფართომასშტაბიან ომს დაიწყებდა. მისი თქმით, პუტინს არასდროს დაუმალავს, რომ საქართველოში ომის დაწყებას აპირებდა, მაგრამ დასავლეთს ამის არ სჯეროდა, რადგან არ ეგონათ, რომ ამერიკის გარეშე რუსეთი რამეს გაბედავდა. მისივე თქმით, ამ აზრში არწმუნებდა ყველა პარტნიორი, გარდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა.
IWPR-თან ინტერვიუში სააკაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ ელოდნენ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში ომის დაწყებას:
"სამხრეთ ოსეთი ჭადრაკის დაფას გავს, სადაც ქართული და ოსური სოფლები ერთმანეთშია არეული. არ გვეგონა, რომ აქ ფართომასშტაბიან ოპერაციას დაიწყებდნენ, აზრი არ ჰქონდა... სწორედ აქ შევცდი პუტინის გამო, მეგონა რომ არასდროს წამოვიდოდნენ თბილისისკენ, იმიტომ, რომ ჩვენმა დასავლელმა მეობრებმა დაგვარწმუნეს ამაში. ამის გამო ვფიქრობდით, თუ რუსეთი ომის დაწყებას გადაწყვეტდა, ეს იქნებოდა აფხაზეთში და არა სამხრეთ ოსეთში".
სააკაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი არწმუნებდნენ, რომ საქართველო დაცული იყო.
"ჯორჯ ბუშმა თბილისში ვიზიტის დროს მითხრა: "მიშა, ახლა როგორ გრძნობ თავს, როცა შეგიძლია პუტინს უთხრა, რომ მე ამ დიდ ბიჭთან ერთად ვარ, მოდი და დამიჭირე. ამ გზით მითხრა, ახლა ჩემი დაცვის ქვეშ ხართო. ძალიან თვითკმაყოფილი იყო ბუში. მაგრამ ამერიკელებმაც ვერ შეფასეს ეს სწორად. ომის დროს ბუშს ველაპარაკე და შემდეგ კონდოლიზა ჩამოვიდა და თქვა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი პრესკონფერენცია მის ცხოვრებაში, როცა მე დასავლეთი დავადანაშაულე მომხდარში. ძალიან უბედური იყო...
მანამდე კონდოლიზა მეუბნებოდა მე მათ ვიცნობ, თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და არასდროს არაფერს გააკეთებენო".
სააკაშვილის თქმით, მათგან განსხვავებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დეტალურად აუხსნა, თუ რატომ იყო მოსალოდნელი თავდასხმა რუსეთის მხრიდან.
"ახლა ვფიქრობ, რომ ეს გერმანული დაზვერვის შეფასება იყო, რომელიც მოსკოვში პირად წყაროებს ეყრდნობოდა. იმიტომ, რომ შტაინმაიერი ძალიან სწრაფად ჩამოვიდა ქვეყანაში, ნერვიულობდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ რაღაცის გაკეთება მაინც სცადეს.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შტაინმაიერი ლავროვს შეხვდა, შემდეგ გალში აფხაზები მოინახულა და ბათუმში დაბრუნდა. რესტორანში ვისხედით მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად და ერთ-ერთმა ჰკითხა: "ბატონო მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ მოიხმოთ საერთაშორისო მშვიდობისმყოფებელი ჩვენი კონფლიქტის ზონებში?". შტაინმაიერმა ჩანგალი დადო და თქვა: "ხალხნო, რა მშვიდობისმყოფელებზე ლაპარაკობთ? მალე თქვენთან ფართომასშტაბიანი ომი იქნება". ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით. მან თქვა: "მე გიამბობთ, როგორ მოხდება ეს. რუსებსა და თქვენს შორის მუდმივი სროლა იქნება. ადრე ისინი ჩერდებოდნენ, ახლა არ გაჩერდებიან. პასუხად იმაზე მეტს ისვრიან, ვიდრე თქვენ. კონკრეტულ მომენტში თქვენ მოგიწევთ შეტევაზე გადასვლა და მაშინ რუსები გაგაოცებენ თავისი ძალით და დაიწყება ფართომასშტაბიანი ომი. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვეძლება განცალკევებაა". მან ეს დეტალურად აღწერა.
ამის შემდეგ იყო რუსეთის ელჩი ევროკავშირში, რომელიც მეგობრობდა ევროპარლამენტართან ელმარ ბროკთან. ბროკმა უთხრა მას 2008 წლის ივლისში, რომ სექტემბერში საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას სიტუაციის დარეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთის ელჩმა კი უპასუხა, რომ სექტემბერში ძალიან გვიანი იქნებოდა და მალევე უნდა წასულიყო. ელმარი ჭკვიანი იყო, მიხვდა მინიშნებას და მკითხა: რუსები რამეს აპირებენ თუ რა ხდება?", — იხსენებს სააკაშვილი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
კომენტარები