ნიკა გუჯეჯიანის სტარტაპს, 3D პრინტერით შექმნილ ქვევრს საერთაშორისო კონკურსზე თქვენი მხარდაჭერა სჭირდება
3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურსის Future Agro Challenge-ის ფინალშია. საქართველოს გუნდს დავით მიზანდარი წარადგენს. ის 60 საუკეთესო კონკურსანტთან ერთად FAC Global Championship-ზე გამოვა.
FAC Global Championship მთავარი გლობალური აგროპრენერული სამიტია, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება. ჩემპიონატი გამარჯვებულ გუნდებს მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს.
ჩემპიონატზე მოწინავე ადგილის დასაკავებლად საჭიროა ონლაინ ხმის მიცემა, რისთვისაც აუდიტორიის აქტიურობა მნიშვნელოვანია. ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ მითითებულ ბმულს და ხმა მისცეთ პროექტს ღილაკით VOTE.
რა არის 3D ქვევრის მთავარი იდეა?
3D პრინტერით ამობეჭდილი ქვევრი ის წერტილია, სადაც მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიცია თანამედროვე ტექნოლოგიებს ხვდება
პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლის - ქვევრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებას. ქვევრების საბეჭდად სპეციალურად შეიქმნება ახალი კერამიკული 3D პრინტერი რომლის მეშვეობითაც შევძლებთ 1000 – 1500 ლიტრი მოცულობის ქვევრების დამზადებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე ქვევრების წარმოების სრული პროცესების სტანდარტიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს დღეს ბაზარზე არსებული დაბალი ხარისხის პროდუქცია ჩავანაცვლოთ მაღალტექნოლოგიური წარმოებით და დავაკმაყოფილოთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნა ასევე შევძლოთ ექსპორტი. პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად: 1- ქვევრის საბეჭდი 3D პრინტერის შექმნა და საწარმოო პროცესების სტანდარტიზაცია. 2 - ინდუსტრიული წარმოებისათვის ქარხნის მშენებლობა და პროდუქტის რეალიზაცია. პროექტი შეუწყობს ხელს როგორც ქვევრის ხარისხის გაუმჯობესებას და დაიბრუნებს მის პირვანდელ სახეს (შიგნიდან გასანთვლის და გარედან დაცემენტების გარეშე), ასევე განავითარებს ღვინის ორგანოლეპტიკურ და ბუნებრივ მახასიათებლებსაც.
რა არის Future Agro Challenge?
Future Agro Challenge არის მსხვილი გლობალური ინიციატივა, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს. ინიციატივის მიმართულებებია: საკვები, აგროტექნელოგიები, აგროტურიზმი და აგროკულტურა.
წელს Tbilisi Startup Bureau-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს და ბილაინი - Beeline-ს მხარდაჭერით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო Future Agro Challenge-ს. კონკურსში მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო, რომელთაგან გამოვლინდა 1 საუკეთესო.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები