12-13 აგვისტო: პერსეიდების წვიმა ახლოვდება — როგორ ვუყუროთ?

პერსეიდების წვიმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ხდება. მეტეორული წვიმა პიკს 12-13 აგვისტოს აღწევს. ამ პერიოდში საათში რამდენიმე ათეული, ზოგჯერ კი ასეული მეტეორის დანახვაცაა შესაძლებელი.
ხილვადობაზე გავლენა, რა თქმა უნდა, მთვარესაც აქვს. 2019 წელს, სამწუხაროდ, მთვარე 12-13 აგვისტოს ცას მნიშვნელოვნად გაანათებს (სავსე მთვარე 15 აგვისტოს ემთხვევა), რაც მეტეორებს ნაწილობრივ დაჩრდილავს.
ფოტო: David Kingham/Flickr
მეტეორების დანახვა ქალაქიდან სინათლის დაბინძურების გამო გაგიჭირდებათ. ამიტომ უმჯობესია, რომ 12-13 აგვისტოს ქალაქგარეთ, სინათლისგან მოშორებულ ადგილას მოხვდეთ. მთვარის მიუხედავად, თუ საკმარისად ბნელ ადგილას აღმოჩნდებით მეტეორებზე დაკვირვებას უპრობლემოდ შეძლებთ.
მეტეორების მაქსიმალური რაოდენობა 13 აგვისტოს, გამთენიამდეა მოსალოდნელი.
წვიმა კომეტა Swift-Tuttle-ითაა გამოწვეული, რომელიც მზის გარშემო 133-წლიან ორბიტაზე მოძრაობს და უკან პატარა მეტეორების კვალს ტოვებს. ყოველ აგვისტოს დედამიწა Swift-Tuttle-ის კვალს კვეთს. ამ დროს მეტეორები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან და ფერადად იწვიან.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები