ივლისის თვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენები (ფოტოები)
2019 წლის ზაფხული სამეცნიერო კვლევებითა და სიახლეებით საკმაოდ დატვირთული გახლდათ. სტატიაში გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ამ პერიოდის სამეცნიერო სიახლეებს ასახავს.
მზის სრული დაბნელება
2 ივლისის მზის სრულ დაბნელებას მკვლევართა ერთი ჯგუფი ჩილედან, ატაკამას უდაბნოში განთავებული ლა სილას ობსერვატორიიდან ადევნებდა თვალს. ეს კომპოზიციური სურათი მზის მოძრაობის ტრაექტორიას და მისი მთვარით სრულ დაბნელებას თვალსაჩინოდ ასახავს.
ჩიტის სუნთქვა
ვირჯინიაში, ერთ ცივ დილას, მოყვარულმა ფოტოგრაფმა კეტრინ სვობოდამ წითელფრთება შავი ჩიტი (Agelaius phoeniceus) გადაიღო, რომელიც ცივი ჰაერით "სიგარეტის რგოლებს" აკეთებდა. გალობისას ჩიტის ამოსუნთქულ თბილ ჰაერს მსგავსი ფორმა მისი კონდენსირების გამო ეძლევა. ფოტომ Audubon Photography Awards-ის გრან-პრი მოიგო.
ტვინი HD-ში
მკვლევარებმა მოახერხეს და ადამიანის ტვინი უმცირესი დეტალების სიზუსტით გადაიღეს. ამისათვის მათ სპეციალური დიზაინის მქონე კონტეინერი და ელექტრომოწყობილობები გააკეთეს, რის შემდგომაც 58 წლის დონორი ქალის ტვინი დაასკანერეს. პროცესი დაახლობით 100 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიღებული მასალის მოცულობა 8 ტერაბაიტი იყო. სურათის გარჩევადობა 100 მიკრომეტრია. მსგავსი სიზუსტით ადრე მხოლოდ ტვინის ცალკეული უბნები იყო აღწერილი.
მარსის როვერის აწყობა
ინჟინრები ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში მარსმავალს მექანიკურ ფეხებსა და ბორბლებს უმონტაჟებენ. აწყობის მთელი პროცესი სუფთა ოთახში მიმდინარეობს და ამიტომაც ჯგუფის წევრებს როვერის დაბინძურებისგან თავის ასარიდებლად სპეციალური სკაფანდრ-ხალათები აცვიათ. როვერის მარსზე გაგზავნის მისია 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი, როლო მარსმავალი წითელ პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში დაეშვება.
გაუფერულებული ზღვის ანემონი
მარჯნის რიფების მსგავსად ზღვის ანემონებსაც მაღალი ტემპერატურა და მჭახე სინათლე აუფერულებს. წითელი ზღვის ბინადარი ეს ანემონი ერთ დროს წყალმცენარეებს მასპინძლობდა, ხოლო მათგან სანაცვლოდ ჟანგბადსა და საკვებს იღებდა. წყლის ტემპერატურის მატების შედეგად წყალმცენარეების კვდომამ ანემონიც გააუფერულა. გლობალური დათბობის შედეგად მსგავსი გაუფერულების შემთხვევები სულ უფრო ხშირია. ამ ნამუშევარმა Ocean Conservancy-ს ფოტო-კონკურსის კატეგორიაში "ადამიანის ზეგავლენა" გაიმარჯვა.
მთვარის ანარეკლი
ივლისში აპოლო 11-ის წარმატებული მისიიდან 50 წელი შესრულდა. ადამიანის მთვარეზე პირველი მოგზაურობის აღსანიშნად დღესასწაულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა. ვაშინგტონის მონუმენტზე რეალური ზომის Saturn V-ის რაკეტის პროექციაც ამ სადღესასწაულო თარიღს ეხმაურებოდა.
ჯიბის ზვიგენი
ამ მინიატურული ზვიგენის საცხოვრებელი არე მექსიკის ყურე გახლავთ. "ჯიბის ზვიგენს" მათ ლაყუჩებთან განლაგებული სპეციალური მანათობელი ჯიბეების გამო უწოდებენ. ისინი ველურ ბუნებაში ძალზე დიდ იშვიათობას წარმოადგენენ: ზვიგენის მსგავსი სახეობის წარმომადგენელი 1979 წელს, წყნარ ოკეანეში აღმოაჩინეს. მექსიკის ყურეში მობინადრე ჯიბის ზვიგენი რამდენადმე განსხვავებულია — მას უფრო მოკლე ხერხემალი აქვს.
რადიოაქტიური წყალქვეშა ნავი
ნორვეგიის ზღვაში, 30 წლის წინ საბჭოთა წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, საიდანაც, როგორც დგინდება, რადიაცია ჟონავს. საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავი "კომსომოლეცი" 1989 წელს ჩაიძირა, რისი მიზეზიც ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა. შემთხვევას ბორტის 42 წევრი ემსხვერპლა. ნორვეგიელმა მკვლევარებმა, ბერგენის ზღვის კვლევის ინსტიტუტიდან, დისტანციურად მართვადი წყალქვეშა ნავით მიმდებარე ტერიტორიიდან წყლის სინჯები აიღეს. აღმოჩნდა, რომ რადიოაქტიური ცეზიუმის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 800 000-ჯერ მეტია. მკვლევართა განცხადებით, ეს რადიოაქტიური იზოტოპი სწრაფად იშლება და იგი ოკეანისა და ხალხისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ჩოქელას მხედველობა
უმცირესი ზომის ტვინის მიუხედავად, ჩოქელას სიღრმისეული აღქმა საშუალებას აძლევს მსხვერპლამდე მანძილი ზუსტად განსაზღვროს. მეცნიერებმა საბოლოოდ მოახერხეს და მინიატურული 3D სათვალის საშუალებით დაადგინეს, თუ როგორ აკეთებს ის ამას. გამოსახულების ცვლილების პარალელურად მკვლევარები იწერდნენ მწერის ტვინის აქტივობას და მათ ზუსტად განსაზღვრეს სივრცულ აღქმაზე პასუხისმგებელი უბნის ლოკალიზაცია.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები