ხალვაშს შეუძლია გაყიდოს წილები, მაგრამ ვერასოდეს ივაჭრებს გუნდით — რ2-ის ჟურნალისტები
"ქიბარ ხალვაშს შეუძლია გაყიდოს არხის წილები, მაგრამ ის ვერასოდეს ივაჭრებს რუსთავი 2-ის გუნდით", — ასე გამოეხმაურნენ არხის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას ტელევიზიის გაყიდვასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტების პოზიციით, ისინი უკვე მრავალი წელია, ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს ამზადებენ და ზუსტად 25 დღეა, ახალი მფლობელის პირობებშიც ისეთივე კრიტიკულები არიან, როგორც 18 ივლისამდე იყვნენ.
ისინი აცხადებენ, რომ არხის მფლობელის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა გუნდი ნებისმიერი მფლობელის პირობებში რუსთავი 2-დან გაქცევას არ აპირებს.
"რუსთავი 2-ს არ გააყიდვინებს ხელისუფლება ქიბარ ხალვაშს ისეთ ადამიანზე, რომელიც არ არის მჭიდრო კავშირში ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ მარტივია პროგნოზირება, ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს რუსთავი 2", — აცხადებს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.
მისივე თქმით, ეს მოქმედებები აჩენს განცდას, რომ არსებობს კონკრეტულ გეგმა, რომელსაც მიჰყვებიან. ის არ გამორიცხავს, რომ რ2 შეიძლება არც გაიყიდოს.
"მაქვს ვარაუდი, რომ ექნებათ განცხადება, ვყიდდით რუსთავი 2-ს, ვერ გაიყიდა და შემდეგ ეს ყველაფერი აისახება სატელევიზიო ბადეზე", — ამბობს მელაძე.
კურიერის წამყვანი პაატა იაკობაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ჩქარობს, რადგან "ცხელ აგვისტოში უნდა, რომ მოაგვაროს ყველაფერი".
"ჩვენს გეგმებს არ შევცვლით და ვიბრძოლებთ სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის, ვინც არ უნდა იყოს მმართველი. თუმცა ვიცით, რომ ვინც არ უნდა იყოს, ივანიშვილისთვის ქიბარ ხალვაშზე სანდო იქნება. თვითონ არ გამოჩნდება. ეს იქნება მისთვის უფრო სანდო და მისაღები ადამიანი, რომელიც პირდაპირ გააკეთებს რ2-ში იმას, რაც სურს ივანიშვილს. სხვისი ხელით შეცვლის აქ მდგომარეობას", — განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.
ჟურნალისტ მიხეილ სესიაშვილისთვის კი გაუგებარია ფორმა, რომლითაც ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის.
"როდესაც რაღაცას ყიდი, ცდილობ, რომ მაქსიმალური ფასი დაადო და რაც შეძლება მიმზიდველად წარმოაჩინო, რაც ქიბარის განცხადებებში ვერ დავინახეთ. პირიქით, ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს და სურს, რომ მყიდველი დააფრთხოს", — ამბობს ის.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ გადაწყვიტა, არხი გაყიდოს. მის განცხადებას რუსთავი 2 ავრცელებს.
არხის მფლობელი აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ პირებთან ისაუბრებს, ვისაც საბანკო გარანტია ექნება ან საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონ დოლარს განათავსებს. არხი გახდება მისი, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის.
ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. მისი განმარტებით, არხის დავალიანება 70 მილიონ ლარს უახლოვდება, საიდანაც 27 მილიონამდე საბიუჯეტო გადასახადია.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები