ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის ევა გოცირიძე მოხვდა
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიამ მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი წარუდგინა. დასახელებული კანდიდატებიდან მთავრობამ სამი უნდა შეარჩიოს. მათგან ერთს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები შემოდგომაზე დაამტკიცებენ.
კომისიის მიერ დასახელებული კანდიდატები არიან: ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, გიორგი ბადაშვილი, ნანა მჭედლიძე და ალექსანდრე ბარამიძე.
ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ევა გოცირიძის კანდიდატურის მხარდაჭერა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისფულება სწორედ გოცირიძის ხელით ლობირებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის საქმიანობას:
"როდესაც ევა გოცირიძემ მიიღო ხელისუფლებისგან მხარდაჭერა, ეს უკვე იყო იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება ლევან მურუსიძეს ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა".
ხატიაშვილის განცხადებით ის, საიას თავჯდომარესთან ერთად, პრემიერისთვის კანდიდატების არჩევის დეტალების გაცნობას აპირებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპის სასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძეს მოახვედრებს, მაშინ ის სტრასბურგში შიმშილობას დაიწყებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით კი, ევა გოცირიძე ხუთეულში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მას ევროსასამართლოსთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაწერილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება პოლიტიკურია. მისი თქმით, ეს გამოიხატება, როგორც სასამართლოში მოსამართლეების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნით, ასევე ევროპული სასამართლოსთვის კანდიდატების წარდგენითაც.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები