არასამთავრობოები: 20 ივნისის საქმის გამოძიებამ საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 20 ივნისის აქციის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.
მათი პოზიციით, წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონურია და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარება; დღეის მდგომარეობით პასუხისგებაში არის მიცემული 19 დემონსტრანტი და მხოლოდ 2 პოლიციელი.
"საგამოძიებო ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები, გარკევულ შემთხვევაში, ტოვებენ აღქმას, რომ ისინი არა საკითხის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, არამედ საზოგადოებაში ბრალდებულის მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას ემსახურება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო და მოგვიანებით, იმავე შემთხვევაზე მედიით გავრცელებული სრული ვიდეო მასალა, ობიექტურ დამკვირვებლს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ აღქმას უჩენს", — ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ცალსახაა, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებში ყველა მონაწილე ჯგუფის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და სათანადოდ შეფასდეს.
"უდავოა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა დარღვევაზე (დემონსტრანტების თუ პოლიციის მხრიდან) სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია. თუმცა, ამგვარი რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, დასაბუთების მაღალი სტანდარტით და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა მოხდეს. მიმდინარე კრიზისის ფონზე, საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ფართო პროტესტის პარალელურად დემონსტრაციაში მონაწილეთა მიმართ შაბლონური შუამდომლობებისა და დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობის მასიურად გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე უფრო მიუთითებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოების განცხადებით, ამ შეფასებას ამძაფრებს ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე, ორი შემთხვევის გარდა, არ მიუღია სრულყოფილი პასუხი 20-21 ივნისს მოძალადე პოლიციელების მიმართ გატარებული რეალური ზომების შესახებ, კერძოდ დღემდე არ მომხდარა ყველა კანონდარმღვევი პოლიციელების გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა. ამასთან არც შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან მომხდარა პოლიტიკურ პასუხისმგებლობის გაზიარება, არც დემონსტრაციის დაშლისას გამოკვეთილი სისტემური პრობლემები არ ყოფილა გაანალიზებული და გააზრებული.
განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ცენტრი „ემპათია“;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- მედიის განვითარების ფონდი;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები