როგორ დავიცვათ ბავშვები ალერგიისგან?
ჩვილთა და ბავშვთა ალერგიების შემთხვევები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მატულობს. ეს დინამიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1997 წლიდან მოყოლებული 2011 წლამდე განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ალერგიული ხასიათის პათოლოგიებს უმეტესად გენეტიკური საფუძველი გააჩნიათ, გარემო ფაქტორები, მათ შორის საკვები რაციონი, ასევე დიდ როლს თამაშობს. ამერიკის პედიატრიულმა აკადემიამ 2008 წელს გამოაქვეყნა ჩვილთა კვებასა და ალერგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომლებიც 2019 წლის აპრილში განახლდა. ამ კვლევაში წარმოდგენილია მაღალი სანდოობის მქონე, ფაქტობრივი მტკიცებულებებით დასაბუთებული რეკომენდაციები.
ძირითადი ტერმინების განმარტება
ალერგია — ორგანიზმის იმუნური ჰიპერპასუხი გამღიზიანებელზე.
ალერგიული საკვები — ალერგიული საკვების ძირითად 8 ტიპს გამოყოფენ: ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, თხილეული, მიწისთხილი, სოიო, ხამაწკა, ხორბალი.
ატოპია — ალერგიულ დაავადებათა საერთო სახელწოდებაა, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვან როლს მემკვიდრული წინასწარგანწყობა თამაშობს.
ატოპიური დერმატიტი (ეკზემა) — ალერგიული ხასიათის კანის ქრონიკული, ანთებითი დაავადებაა, რომელიც უხშირესად გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებში.
ასთმა — ალერგიული გამღიზიანებლის შედეგად სასუნთქი გზების ანთებით განპირობებული ჰიპერრეაქტიულობა.
დიეტა ორსულობის დროს
2008 წლის კვლევებით შვილის ალერგიულ სტატუსზე დედის ორსულობის დროს რაიმე სახის სპეციფიკური დიეტის დაცვის აუცილებლობის შესახებ მტკიცებულება არ არსებობდა. მარტივად რომ ვთქვათ: დედის კვების რაციონი ნაყოფის ალერგიაზე გავლენას არ ახდენდა. ამ საკითხის შესახებ შემდგომი კვლევები არ ჩატარებულა. შესაბამისად, ეს რეკომენდაცია უცვლელი დარჩა.
ძუძუთი კვების ხანგრძლივობა და ალერგია
ძუძუთი კვების გავლენისა და ალერგიის შესახებ კავშირს მკვლევარები 1930 წლიდან მოყოლებული სწავლობდნენ. რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნები თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტს ვერ ერგება, მაგრამ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან საკითხად იყო მიჩნეული ბუნებრივი კვების აუცილებლობა ოდითგანვე.
ძუძუთი კვების ხანგრძლივობისა და ალერგიული დაავადებების კავშირის შესახებ ჩატარებული კვლევები 3-4 თვეს არ სცილდებოდა. კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე კვლევა არსებობს, რომელთა ანალიზმა აჩვენა, რომ ძუძუთი კვება პირველი 3-4 თვის განმავლობაში ალერგიული ეკზემის განვითარების რისკს ბავშვის სიცოცხლის პირველი 2 წლის განმვალობაში ამცირებს.
ძუძუთი კვება და ასთმა
ახალი რეკომენდაციით, ძუძუთი კვების პირველი 3-4 თვე სიცოცხლის ადრეულ ასაკში იცავს ჩვილს მსტვინავი ხიხინისაგან, ხოლო ასთმისაგან 5 წლის ასაკამდე დაცვაც კი შეუძლია უზრუნველყოს. ამ დასკვნამდე მკვლევარები 2008 წლის შემდეგ გამოქვეყნებული 64 ახალი კვლევის ანალიზის შემდგომ მივიდნენ.
ძუძუთი კვება და ეკზემა
2008 წლის შემდგომ ამ საკითხზე 2 დიდი მეტა-ანალიზი და 7 ახალი კვლევა ჩატარდა. საბოლოო დასკვნა ცალსახად მიუთითებს, რომ მინიმუმ პირველი 3-4 თვის განმავლობაში ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს ატოპიური ეკზემის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემიის 2008 წლის დასკვნაშიც იგივე წერია.
ძუძუთი კვება და საკვებისმიერი ალერგია
ძუძუთი კვებასა და საკვებისმიერ ალერგიასთან დაკავშირებით პირდაპირი დასკვნები არ არსებობს. აქამდე ჩატარებული კვლევები ძირითადად იმის შესახებ იყო, თუ რა ასაკიდან უნდა მივაღებინოთ ჩვილს ალერგიული საკვები, რათა ამგვარად ორგანიზმი შემდგომ ალერგიული რეაქციებისაგან დავიცვათ.
ძირითადი ალერგიული საკვებიდან მხოლოდ მიწისთხილი, მოხარშული კვერცხი, ძროხის რძე, სეზამის მარცვლები, თეთრი თევზი და ხორბალი აარჩიეს. კვლევაში მონაწილე ჩვილები მინიმუმ 3 თვის განმავლობაში იყვნენ ძუძუთი კვებაზე.
მიწისთხილი
მიწისთხილზე ალერგია უფრო მეტად იმ ქვეყნებშია გამოხატული, სადაც კვების კულტურის თანახმად იგი საკვებში უფრო ხშირად გვხვდება. კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ასაკიდან, ანუ 4-11 თვიდან, მიწისთხილის მიღება ბავშვს შემდგომი ალერგიის რისკს მნიშვნელოვნად უმცირებს. ამ კვლევის უფროსი ავტორი, გიდეონ ლაკი აღნიშნავს, რომ ბავშვები ასეთ მცირე ასაკში ამგვარ საკვებს ჯერ არ მოიხმარენ, თუმცა იგი მათი მშობლების რაციონში შედის.
კვერცხი
კვერცხზე ალერგია ადრეული ასაკის საკვებისმიერ ალერგიებს მიეკუთვნება. მასზე ალერგიულ რეაქციას დიდი კლინიკური მნიშვნელობა ენიჭება: ზოგიერთი საანესთეზიო ხსნარის შემადგენლობაში კვერცხის გულის ან ცილის ფერმენტები შედის. სწორედ ამიტომაც, ანესთეზიოლოგები პაციენტს წინასაოპერაციო კონსულტაციისას ეკითხებიან: "გაქვთ თუ არა ალერგია კვერცხზე?"
კვერცხის ალერგიულობის შესახებ მხოლოდ 2 კვლევა არსებობს და ორივე იმას გვეუბნება, რომ ადრეულ ასაკში, ანუ 3-5 თვის პერიოდში, კვერცხის გასინჯვა მნიშვნელოვნად ამცირებს მასზე შემდგომი ალერგიის ალბათობას.
ამ დასკვნის შესახებ ისეთი სიმტკიცით ჯერ ვერ საუბრობენ, როგორც მიწისთხილზე. ამისათვის დამატებითი კვლევები და უფრო მეტი მონაცემის ანალიზია საჭირო.
ალერგიის შემთხვევების ზრდის მიზეზები
რატომ არის ასეთი მზარდი ბავშვთა ალერგიების სტატისტიკა? გიდეონ ლაკი მიიჩნევს, რომ ამაში თანამედროვე ჰიგიენურ ნორმებს მიუძღვით წვლილი.
ბავშვის ორგანიზმის ალერგენებთან ადრეული გაცნობაც ძალზე რთულია. კულტურულად ასეთ ადრეულ ასაკში ბავშვს მსგავს მყარ საკვებს არსად აძლევენ. ამიტომაც, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველაზე კარგი ძუძუთი კვების შენარჩუნება გახლავთ, მინიმუმ პირველი 3-4 თვის განმავლობაში. ფაქტია, დედის რძეს ძალზე დიდი დამცველობითი ფუნქცია აქვს პატარას ჯანმრთელობისათვის.
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
კომენტარები