იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ საქართველოში ფასადური მართლმსაჯულებაა. ამ საკითხზე მათ ბრიფინგი იუსტიციის უმაღლეს წინ უზენაესი სასამართლოს ფასადის ფონზე გამართეს.

"ჩვენ კონკურსის შედეგად დავრწმუნდით, რომ სახეზე გვაქვს ფასადური მართლმსაჯულება, ფასადური დემოკრატია, ფასადური სამართალდამცავები. ეს იყო ყალბი, დადგმული კონკურსი და მართლმსაჯულებას არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან, ის ყალიბდება ავტორიტარულ სისტემად", — უთხრა On.ge-ს ანა დოლიძემ.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჯანეზაშვილმა და დოლიძემ უზენაესი სასამართლოს ფასადი თავად გაიტანეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის შესასვლელიდან.