ბათუმის ფოტოდღეები 30 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
წელს ბათუმის ფოტოდღეები ახალი მთავარი თემით და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება. 30 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალი სტუმრებს გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს სთავაზობს.
ბათუმის ფოტოდღეების 2019 წლის და შესაბამისად, მთავარი გამოფენის თემაა Mirror Land – სარკისებრი სამყარო, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია მედიაწყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო.
მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო ო. გალოგრეში (მისამართი: ზ.გამსახურდიას #29) გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონკურსის წესით შერჩეული 31 არტისტის ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მიზნად ისახავს, ასახოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხელოვანების პირადი გამოცდილება, მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები და დაუკავშიროს ეს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გვაჩვენოს ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რომელიც ჩაგვაფიქრებს, თუ რატომ ვართ აქ, ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გახდეს. დაგვანახოს, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა – ვიცხოვროთ ანარეკლში თუ რეალობაში.
ასევე, 30 აგვისტოს, 13 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (მისამართი: ზ გამსახურდიას #1/5) შედგება ფოტოლაბის გახსნა, შერჩეული მონაწილეების შეხვედრა მენტორებთან და პროექტების წარდგენა. ფოტოლაბის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყებ არტისტებს იდეების დახვეწასა და განვითარებაში. ფოტოლაბის გამარჯვებულების ვინაობა 1 სექტემბერს, 15 საათზე გახდება ცნობილი.
31 აგვისტოს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე ორ განსაკუთრებით საინტერესო გამოფენას - დორიან ტეტის ვიზიტს და ლაშა (Fox) ცერცვაძის გიორგის უმასპინძლებს (კურატორი: დინა ოგანოვა).
საფრანგეთში მომუშავე იტალიელი ფოტოგრაფის, დორიან ტეტის ვიზიტი ინტიმურობასთან დაკავშირებულ მითებს ეხება: ოჯახს, ურთიერთობებს, სახლებს, მოგონებებს და იდენტობას. ეს არის ფოტოამბავი ადამიანების ყოველდღიურობაზე, სიცარიელის შევსების მცდელობაზე, ძებნასა და გაუცხოებაზე, რომლის შესაქმნელადაც არტისტმა სხვების ცხოვრება მოირგო.
ლაშა (Fox) ცერცვაძის გიორგი პირველი შიშველი ქვიარ ფოტოპროექტია, რომელიც საქართველოში შეიქმნა და გამოიფინა. 2018 წელს ფოტოგრაფმა ქვიარ აქტივიზმისთვის თანასწორობის ჯილდო მიიღო.
ბათუმის ფოტოდღეების ფინალურ გამოფენის - იუსუკე ჰაშიდას კორეა/საზღვარი გახსნას, პირველ სექტემბერს, 18 საათზე, კაფე K2 (მისამართი: ნ. დუმბაძის #12-14) უმასპინძლებს (კურატორი: ჟეაუკ კანგი).
ფესტივალის მიმდინარეობისას, თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად, 20 საათიდან გაიმართება ღამის ჩვენებები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები. ღამის ჩვენებების პარტნიორები არიან: CIRCULATION Photo Festival (საფრანგეთი), სააგენტო Prospekt (იტალია),Vilnius Photo Circle (ლიეტუვა) და ISSP (ლატვია).
ბათუმის ფოტოდღეები პროფესიონალ ფოტოგრაფებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს სივრცეს შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვისა და იდეების გაცვლისთვის, ემოციების გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისთვის.
ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მასშტაბების სიმცირისა, ბათუმის ფოტოდღეები უნიკალური პლატფორმაა, რომელიც არაერთ პროექტს, ექსპერიმენტს, საერთაშორისო თუ სექტორთაშორის თანამშრომლობას უყრის საფუძველს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები