თბილისში დარჩით? — 10 აუზი, რომლის ფასიც უნდა იცოდეთ
თუ ზაფხულის შვებულება ამოწურეთ და შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ წყლის ნოსტალგია თბილისის აუზებზე მოიკლათ.
გთავაზობთ თბილისის ღია და დახურული აუზების ფასებს, სადაც ცხელ ამინდში გაგრილებასა და სამუშაო კვირისგან განტვირთვას შეძლებთ.
1. Arena Sports Complex
სპორტკომპლექს არენაზე აუზი, საუნა, ჯაკუზი და გასარუჯი ვერანდა ერთჯერადი ვიზიტის შემთხვევაში 30 ლარი ღირს. ეს ფასი ვრცელდება როგორც კვირის, ისე დასასვენებელ დღეებზეც. აუზი დილის 7-დან საღამოს 11 საათამდე ფუნქციონრიებს. თუ არენაში სხვადასხვა პაკეტებს ზაფხულის დასრულებამდე შეიძენთ, 20%-იან ფასდაკლების გამოყენებასაც შეძლებთ.
2. კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი
კრწანისი რეზიდენსში მდებარე ღია აუზზე ვიზიტი სამუშაო დღეებში 35 ლარი ღირს, შაბათი-კვირას კი — 45 ლარი. აუზზე ფასდაკლება მოქმედებს 12 წლამდე ბავშვებისთვის და მათი ვიზიტი 15 ლარი ჯდება. 3 წლამდე ბავშვის აუზზე შესბლა უფასოა.
აუზი დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე ფუნქციონირებს და ის მომხმარებელს სატრენაჟორო მომსახურებასაც სთავაზობს.
3. ოლიმპიური აუზი
ოლიმპიურ აუზზე ერთდღიანი (ერთჯერადი) ვიზიტი 30 ლარი ღირს. ამ ფასით მომსახურებაში შედის შეზლონგი და პირსახოცი.
ოლიმპიური აუზის ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 260 ლარი ღირს. მომსახურეობის მიღება შესაძლებელია ყოველდღე, დილის შვიდი საათიდან საღამოს 11 საათამდე.
4. თბილისის ზღვის კლუბი
თბილისის ზღვის კლუბში (Tbilisi Sea Club) აუზი ღიაა ყოველდღე, დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე. კლუბში შესვლა 20 ლარი ღირს და 3 სხვადასხვა აუზს მოიცავს. აუზზე ვიზიტი 6 წლამდე ბავშვისთვის უფასოა.
5. Holiday Inn
ჰოლიდეი ინის ღია აუზი სასტუმროს მესამე სართულზე მდებარეობს. აუზი დილის შვიდიდან საღამოს 11 საათამდე ღიაა და იქ შესვლა კვირის დღეებში, ერთჯერადად, 50 ლარი ღირს, შაბათ-კვირას - 75 ლარი. მომსახურებაში შედის ფიტნესი და საუნა.
ჰოლიდეი ინის აუზზე შემდეგი აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ:
- ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი — 550 ლარი;
- 8 ვიზიტი ნებისმიერ დროს — 300 ლარი;
- სრული სეზონი — 1 300 ლარი.
აუზზე ვიზიტი 5 წლამდე ბავშვისთვის უფასოა, 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის კი 50%-იანი ფასდაკლებები მოქმედებს.
6. საცურაო აუზი ნეპტუნი
ჭავჭავაძეზე მდებარე სპორტ-კომპლექს ნეპტუნში ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტი 350 ლარი ღირს. მომსახურებაში შედის აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, საუნები, შეზლონგი და პირსახოცი.
აუზზე თვეში 12 ვიზიტი 300 ლარი ღირს, ხოლო 1 ვიზიტი - 50 ლარი.
ნეპტუნის აუზი დილის 7-დან ღამის 11 საათამდეა ღია. მას მოძრავი სახურავი აქვს და კარგ ამინდებში იღება.
7. ჯინო ფერედაისი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯინო ფერედაისში არის როგორც ღია, ისე დახურული საცურაო აუზი.
მომხმარებელს ადგილზე სულ 10 სახის აუზის მომსახურების მიღება შეუძლია. კვირის დღეებში, აუზზე შესვლა ერთჯერადად და ერთ ადამიანზე 30 ლარი ღირს, შაბათ-კვირას — 40 ლარი. მომსახურებაში შედის უფასო შეზლონგი და არ შედის პირსახოცი.
ჯინო ფერედაისი დილის 10-დან საღამოს 10 საათამდეა ღია. აუზზე 6 წლამდე ბავშვების შეყვანა უფასოა.
8. Tbilisi Sea Terrace
თბილისი ტერასას აუზი ღიაა ყოველდღე, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. ერთჯერადი ვიზიტის ფასი 15 ლარია და მასში შედის შეზლონგის ფასიც.
9. Radisson Blu Iveria
რადისონში ორი აუზია, ერთი ღია და მეორე გადახურული. ორივე აუზის ფასები ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ღია აუზი დილის 6 საათიდან ღამის 9 საათამდე ღიაა, თუმცა ფასები დღეების მიხედვით განსხვავებულია:
- ვიზიტი ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 60 ლარი ღირს;
- პარასკევს - 75 ლარი. მომსახურებაში შედის უფასო კოქტეილი;
- შაბათ-კვირას კი - 90 ლარი.
დახურულ აუზზე ნებისმიერ დღეს ვიზიტი 80 ლარი ღირს და მისით სარგებლობა დილის 6-დან ღამის 11 საათამდე შეგიძლიათ.
10. აუზი ივერია
აუზი ივერია თემქაზე მდებარეობს, თბილისის ზღვის მარცხენა სანაპიროზე. ის ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 8-ის ნახევრამდე მუშაობს.
აუზზე ერთჯერადად შესვლა 10 ლარი ღირს, 5 წლამდე ბავშვების ტერიტორიაზე შეყვანა უფასოა.
აუზების ეს სია, შეიძლება, არ იყოს სრულყოფილი. გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ სხვა აუზებზე, რომლის შესახებაც გსმენიათ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები