Aviabiletebi.org – ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობის დასაგეგმად გჭირდებათ
ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვისთვისაც მოგზაურობა "მარტივი ოპერაციაა" და ისინი, ვისაც მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ეტაპი აშფოთებს, დანიშნულების ადგილის არჩევიდან დაწყებული, უკან დაბრუნებით დასრულებული. პირველები, როგორც წესი, ყოველთვის იაფად მოგზაურობენ, სხვებს კი იგივე მარშრუტი მთელი წლის ხელფასი უჯდებათ ხოლმე.
სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ ამიერიდან იაფი ბილეთების მოსაძიებლად სუპერძალა აღარ გჭირდებათ. იმის მიუხედავად, რომელ ჯგუფს ეკუთვნით თქვენ, Aviabiletebi.org-ის აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ. მობილური აპლიკაცია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, ცოტა ხნის წინ ანდროიდზე განახლდა და ავიაბილეთებთან ერთად, ახლა უკვე სასტუმროების მოძიებაც შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ აპლიკაციის გარდა, მოგზაურობის დასაგეგმად სხვა აღარაფერი გჭირდებათ.
ფუნქციები
აპლიკაციას მარტივი დიზაინი და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც მოგზაურს შეიძლება დასჭირდეს. როგორც კი აპს გადმოწერთ, მილიონზე მეტი სასტუმრო და 100-ზე მეტი სააგენტო თქვენს განკარგულებაში იქნება.
თავდაპირველად ცხადია, გაფრენისა და დაშვების წერტილები უნდა მიუთითოთ, შემდეგ კი უამრავი რეისიდან ფასით თქვენთვის შესაბამისი ამოირჩიოთ. აქვე ნახავთ პერსონალურ მრჩეველსაც, რომელიც, მაგალითად, გეტყვით, რომ ცოტაოდენი თანხის დამატებით ფრენის ხანგრძლივობის შემცირება შეგიძლიათ. შემდეგ კი თავად გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა ამ რჩევის გათვალისწინება.
ფრენის არჩევის შემდეგ, მთავარი საზრუნავი, ცხადია, დასარჩენი ადგილია.
აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები და გაფილტროთ სავარაუდო ვარიანტები ფასების, მდებარეობისა და რეიტინგის მიხედვით. დაჯავშნა აპლიკაციიდანვე არის შესაძლებელი.
აპლიკაციაში სრულიად შეიცვალა და განახლდა ავიაბილეთების საძიებო გვერდიც. შემცირდა ბილეთების ძებნის დრო, შესაძლებელი გახდა ბარგის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პერსონალური შეთავაზებებით სარგებლობა. გარდა ამისა, აპლიკაციას დაემატა იაფი ავიაბილეთების კალენდარი, რაც საშუალებას მოგცემთ, მუდმივ რეჟიმში ადევნოთ თვალი, ავიაბილეთი რომელ თარიღზეა უფრო იაფი და რა მიმართულებით, რაც გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.
ამის შემდეგ კი მხოლოდ თანხის მობილიზება და სამოგზაურო დაზღვევის შეძენაღა დაგრჩებათ. მთელი მოგზაურობის დაგეგმვა სულ რაღაც 5 წუთში, თქვენი სმარტფონიდან შეგიძლიათ.
როგორ გადმოვწეროთ?
ფოტო: Steve Raskin / Dribble
აპლიკაცია Play Store-დან უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა. თუ თქვენც აპირებთ უახლოეს მომავალში მოგზაურობას და გსურთ, ყველაზე იაფად ჩახვიდეთ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ ახალი ფუნქციები:
გადმოწერეთ აპლიკაცია ანდროიდისთვის
გადმოწერეთ აპლიკაცია iOS-ისთვის
ზაფხულის ბოლომდე იგეგმება არსებული iOS აპლიკაციის განახლებაც, რომელიც სრულად თავსებადი იქნება Apple-ის ახალ მოდელებთან.
გაიგეთ მეტი: Aviabiletebi.org
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
კომენტარები