პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მემორანდუმი გააფორმეს
პაშა ბანკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმრო მოქსიში საერთო საპრეზენტაციო ღონისძიება გამართეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
კონფერენციაზე სპიკერებმა განიხილეს სექტორში არსებული ახალი გამოწვევები და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის განახლების საკითხი. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბრეგაძემ და პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდემ ღონისძიებაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. კონფერენცია მოწვეულ სტუმრებსა და სპიკერებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
"ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით ძალიან დაინტერესებულები ვართ. ჩვენს პორტფელში 10%-იანი წილი უჭირავს ამ სეგმენტს და მომავალში კიდევ უფრო მეტ აქტივობას ვგეგმავთ. ძალიან საინტერესოდ და პერსპექტიულად ვთვლით ამ სფეროს. უამრავი გარემოებაა იმისთვის, რომ გვიღირდეს ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა და ინვესტირება. მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მიმართულებას საქართველოში და შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ", — განაცხადა ვაჟა მენაბდემ, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა MSME მიმართულებით.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკს, რომ მათი ინიცირებით დღეს შედგა ეს ღონისძიება. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს ძალიან ბევრი ქვეყნიდან. დღევანდელი შეხვედრის ფორმატი, ვფიქრობ, ძალიან შედეგიანი იქნება", — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
პაშა ბანკის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. მაშინ ბანკის ინიციატივით განხორციელდა შეხვედრა — MEETING ROOM, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებულ ბიზნეს კონფერენციების ციკლს წარმოადგენდა. პროექტის ფარგელბში, რიგით პირველი კონფერენცია თემაზე "სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში" 2016 წლის 25 მაისს სწორედ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და სექტორის წარმომადგენლებისგან საკმაოდ დიდი ინტერესი დაიმსახურა.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები