2016 წელს აღებული ბონუსის გამო ჩემი გათავისუფლება ბოდვაა — მელაძე
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე არხიდან მისი გათავისუფლების მიზეზს ბოდვად აფასებს და ამბობს, რომ "საკადრო წმენდა" ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. მელაძე ამბობს, რომ გათავისუფლება უფრო ადრე იყო დაგეგმილი და არხის ახალი მფლობელი სხვადასხვა მიზეზებს ეძებდა. ის ხსნის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ სარედაქციო საკითხები შეეთანხმებინა, რასაც არ დათახმდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ "ზეწოლის მეორე ტალღა" დაიწყო, როცა ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით მას ხელფასი არ ჩაურიცხეს.
მელაძე ამბობს, რომ ხელფასი ივნისის შემდეგ არ ჩარიცხვია, რაზეც აცნობა დირექტორსაც და HR-საც, თუმცა, პასუხობდნენ, რომ არხს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, 2 კვირის წინ დირექტორმა, პაატა სალიამ უთხრა "კაცურად მიეცა 2 დღე და ამ თემას მოაგვარებდა", თუმცა პირობა არ შეასრულა და გაათავისუფლა.
მელაძემ განმარტა, რომ მისი გათავისუფლების არგუმენტი "ნიკა გვარამიასთან ბმა და წლიური ბონუსის მიღებაა", რაც ამტკიცებს, რომ "გამონახული მიზეზია".
"ნიკა გვარამია იყო დირექტორი და შესაბამისად, წლიურ ბონუსს გასცემდა. ძალიან მარტივი არის. კერძო კომპანია მის თანამშრომელს, რომელიც ქმნის მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის $15 000, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს. ეს არის დირექტორის გადასაწყვეტი და არა თანამშრომლის. ამის შემდეგ პაატა სალიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ხელფასი გაეჩერებინა და დღეს მითხრა, რომ 2016 წელს აღებული ბონუსი არის ჩემი გათავისუფლების საფუძველი, რაც არის ბოდვა და მე მას ვუპასუხე, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რომლის ძებნასაც ცდილობდნენ", — განაცხადა მან.
მელაძის თქმით, მედია, სადაც იმუშავებს ყოველთვის იქნება კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და არ აპირებს დაბრუნდეს წარსულში, როცა სახელისუფლებო მედიაში მუშაობდა.
ნოდარ მელაძე სამსახურიდან ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, არხიდან ათავისუფლებენ გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, გიორგი ლაფერაშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატარა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.
გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები