შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია. უწყების განცხადებით, მოხერხდა ტყის მასივში დაცვა და ამ ეტაპზე გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50 მეხანძრე მაშველი.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ზემო კაჭრეთში ცეცხლი ეკიდა ტყის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.