საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair შემოდის. ავიაკომპანიის ვებგვერდზე საქართველო უკვე დაემატა. ვებგვერდის მიხედვით, რაინეარი პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით იფრენს.

ფოტო: ryanair.com

რაინეარი ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. ხოლო თბილისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით — კვირაში 4 სიხშირით. ფრენები ექვსი ნოემბრიდან დაიწყება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს დღეს, 21 აგვისტოს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე და რაინეარის კომერციული დირექტორი, დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.