გუშინ, 20 აგვისტოს 9-საათიანი კურიერის გასვლის შემდეგ რუსთავი 2-ის ვებგვერდზე ნიუსი არ გამოქვეყნებულა. ბოლო მასალის დადებიდან 14 საათზე მეტია გასული.

რუსთავი 2-ის ეთერში არ გასულა კურიერი დილის 9 და 10 საათზე. კურიერის ბოლო გამოშვება გუშინ საღამოს ცხრა საათზე გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვება შეწყდა. ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.