საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ისე ვერტმფრენების საშუალებით.

საყავერში ხანძარს მეორე დღეა აქრობენ. უწყების განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო დამხმარე ტექნიკა და 2 ვერტმფრენი. დღეს კი სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო.