G7-ში რუსეთის დაბრუნების გამო ტრამპი სხვა ლიდერებს ეკამათა — The Guardian
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემოთავაზებამ დიდი შვიდეულის ფორმატში რუსეთის დაბრუნების შესახებ კამათი გამოიწვია. როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა თავისი მოსაზრება 24 აგვისტოს ლიდერების ვახშმის დროს გამოთქვა და კოლეგების ყველა არგუმენტს უარყოფდა.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხზე საუბრისას რუსეთის მონაწილეობა აუცილებელია. აშშ-ს პრეზიდენტის იდეას მხარი დაუჭირა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, ხოლო იაპონიის პრემიერმა ნეიტრალიტეტი დაიკავა. სხვა ლიდერები კი კატეგორიულ უარზე იყვნენ.
დიდი შვიდეულის სამიტი წელს საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში მიმდინარეობს. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინა წლების მსგავსად დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში რუსეთის დაბრუნება ისურვა. აღნიშნულ შემოთავაზებას ნაადრევი უწოდეს საფრანგეთმა და გერმანიამ. ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს გაერთიანებაში დაბრუნება მხოლოდ ყირიმის ანექსიის შეწყვეტის შემდეგ შეუძლია.
1997 წლიდან რუსეთი დიდი რვიანის სამიტებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი რვიანიდან გარიცხეს. ამის შემდეგ დიდი რვიანი დიდ შვიდეულად გადაკეთდა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დიდი რვიანი აღარ არსებობს, ახლა არის მხოლოდ შვიდეული და რუსეთი მზადაა მასთან ითანამშროლოს. თვითონ მაკრონმა აღნიშნა, რომ დიდი რვიანის მუშაობის აღდგენა უკრაინის კრიზის დარეგულირებას უკავშირდება.
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
კომენტარები