Earth Alliance გარემოს დამცველთა საინიციატივო ჯგუფია, რომელსაც ზურგს ლეონარდო დიკაპრიო უმაგრებს. ორგანიზაციამ ამაზონის ტროპიკული ტყის გადასარჩენად $5 მილიონი გამოყო, რომელსაც გავრცელებული ხანძრის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.

ასევე კვირას Earth Alliance-მა ამაზონის ტყის ფონდის მობილიზება დაიწყო, რომელიც იმ ადგილობრივი პარტნიორების და ტყეში მაცხოვრებელი უძველესი ტომების დასახმარებლად მუშაობს, რომლებიც ტყეში მობინადრე სახეობების გადარჩენას ცდილობენ. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ბრაზილიის ნაციონალურმა კოსმოსის კვლევის ინსტიტუტმა ცეცხლის 72 000 კერა დააფიქსირა. წინა წლის მონაცემი კი 40 000 იყო, ასეთი ზრდა დიდწილად ტყის საფარის შემცირების ბრალია, რომელიც მარცვლეულის მოსაყვანად გაიჩეხა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლეონარდო დიკაპრიომ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზეც დაწერა და ხალხს თანხის შეგროვებაში დახმარება სთხოვა.