გირჩი ტვ არ გადაიხდის გადასახადებს, სანამ სახელმწიფოს წინაშე ვალი 25 მლნ ლარს არ მიაღწევს
პოლიტიკური პარტია გირჩი აცხადებს, რომ მათ მიერ დაარსებული ახალი ტელევიზია გადასახადებს არ გადაიხდის იქამდე, სანამ დავალიანება 24 984 000 ლარს არ მიაღწევს. პარტიის თქმით, ეს თანხა ამ დროისთვის ჩამოწერილი ყველაზე დიდი დავალიანებაა, რომელიც მაუწყებელს ჰქონია.
გირჩში ამბობენ, რომ ტელემაუწყებლობა საქართველოში მეტწილად პოლიტიკური ბიზნესია და ტელევიზიები ვალის ჩამოსაწერად ორ გზას იყენებენ:
- "ასრულებენ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რათა ხელისუფლებას უღირდეს გადასახადების გადაუხდელობაზე თვალის დახუჭვა";
- "ასრულებენ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რომ ხელისუფლების მხრიდან გადასახადების გადაუხდელობაზე რაიმე რეაქცია, საზოგადოების თვალში ოსტატურად შეფუთონ პოლიტიკურ ზეწოლად და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად".
გირჩში მიაჩნიათ, რომ მაუწყებლები, რომლებიც უარს ამბობენ ამ ფუნქციებიდან ერთ-ერთის შესრულებაზე იჩაგრებიან. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ნებისმიერი გადასახადი "ძარცვად" მიიჩნია, მედიაბაზარზე შექმნილი ამ რეალობას "წარმოუდგენელ უსამართლობას" უწოდებს.
ამ "უსამართლობის აღმოსაფხვრელად" გირჩი 4-პუნქტიან მიმართვას ავრცელებს:
- "გირჩი ტვ არ გადაიხდის არც ერთ გადასახადს, მანამ სანამ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ მიაღწევს 24 984 000 ლარს (ერთი სამაუწყებლო კომპანიისთვის დღემდე ჯამში ჩამოწერილი ყველაზე დიდი საგადასახადო დავალიანება)";
- "გირჩი ტვ მოუწოდებს ყველა სამაუწყებლო კომპანიას, რომელიც წლების განმავლობაში იხდიდა გადასახადებს, ან რომელიც ახლა დაფუძნდება, რომ გააკეთონ იგივე";
- "მსხვილი სამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების კვლავ ჩამოწერის შემთხვევაში, გადასახადების გადახდის დაწყების ზედა ზღვარს გავზრდით შესაბამისი ოდენობით (მაგალითად: თუ რუსთავი 2-ს ჩამოეწერა დამატებით 28 მილიონი ლარი, გადასახადების გადახდას დავიწყებთ როდესაც გირჩი ტვ-ს საგადასახადო დავალიანება მიაღწევს 24 984 000 + 28 000 000 = 52 984 000 ლარს)";
- "აქ მზე არავინ არ არის".
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სამ ტელეკომპანიას აქვს სახელმწიფოს ვალი. კერძოდ, რუსთავი 2-ს 28 მილიონის ფარგლებში, იმედს 19 მილიონის, ხოლო მაესტროს 8 მილიონზე ცოტა მეტი. ივანე მაჭავარიანის თქმით, სამინისტრო მზადაა, "შევიდნენ მათ მდგომარეობაში". მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების საგანია ისიც, რომ ვალების ნაწილი ჩამოიწეროს.
გირჩის ახალი ტელევიზია ეთერში 21 აგვისტოს მაგთის საკაბელოზე, 61-ე არხზე გაეშვა. პარტიის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ყურებას სილქ ტვ-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები