საია: დისკრიმინაციული დანაშაულების დაუსჯელობა აძლიერებს ექსტრემისტულ ჯგუფებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 29 მაისს ვეგანურ კაფე "კივიში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, მას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად აფასებს და სახელმწიფოს ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს:
"დისკრიმინაციულ და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება და დაუსჯელობა სტიმულს აძლევს ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას და ადამიანის, განსაკუთრებით უმცირესობათა ჯგუფების, ფუნდამენტური უფლებების შელახვას".
საიას თქმით, ვეგანური კაფე "კივის" მიზანს ცხოველებისა და გარემოს დაცვას, სოციალურ საკითხებზე დისკუსიასა და ინფორმაციის გაზიარებას ექსტრემისტული იდეოლოგიის 15-20-მა კაცმა გიორგი ბაქრაძის (მეტსახელად ბერგმანის) მეთაურობით მათი იდეოლოგია შეურაცხყვეს და დაამცირეს:
"სტუმრებს ხორცი ჩაუყარეს საკვებში. კაფის თანამშრომელთა და სტუმართა მიმართ ისინი იყენებდნენ დამცინავ და შეურაცხმყოფელ ენას".
აღსანიშნავია, რომ კაფეში აკრძალულია ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის შეტანა და იქ ხშირად თავს იყრიან განსხვავებული მოსაზრებების, პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხედულებების, გარეგნობისა თუ ორიენტაციის ადამიანები. კაფის ზოგიერთი თანამშრომელი არანორმატიული გარეგნობით გამოირჩევა (მაგ. ატარებენ პირსინგს, დრედებს, აქვთ შეღებილი თმა და განსხვავებული ვარცხნილობა).
საიას ინფორმაციით, დაზარალებულები განმარტავენ, რომ ინციდენტმა არეულობა და ხმაური გამოიწვია, რის გამოც კაფეში მივიდნენ მეზობლები, რომელთაგან ერთი დანით იყო შეიარაღებული. კაფის თანამშრომელთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეზობლებმა მხარი დაუჭირეს ექსტრემისტულ დაჯგუფებას და კაფის თანამშრომლებს და სტუმრებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაგალითად, დაზარალებულები ყვებიან, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობელმა რამდენიმეჯერ დაარტყა ხელჯოხი და გაუტეხა წარბი. სხვა თანამშრომელი წააქციეს და ითრიეს თმებით. ასევე, განხორციელდა სხვა ძალადობრივი ქმედებები.
"ექსტრემისტული დაჯგუფებისა და მეზობლების ქმედებებმა დაზარალებულებში გამოიწვია შიში, ფსიქოლოგიური ტანჯვა და ერთ შემთხვევაში სხეულის დაზიანება. ადგილი ჰქონდა კაფეში მყოფი პირების მიმართ აშკარა უპატივცემულობას, შეფერხდა კაფის ფუნქციონირება, ჩაიშალა იმ დღეს მიმდინარე მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება და საზოგადოებრივი წესრიგი უხეშად დაირღვა" - წერს საია თავის განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაზარალებულებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლიციის წარმომადგენელმა კაფის თანამშრომლების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და ინსტიტუციური დისკრიმინაცია გამოავლინა, რის გამოც შესაძლოა პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც გახდეს საჭირო.
"პრობლემურია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 125-ე მუხლით (ცემა), რაც არ მოიცავს ყველა იმ გარემოების ადეკვატურ და სრულყოფილ შეფასებას, რაც 29 მაისს კაფე "კივიში" მოხდა. კერძოდ, შესაძლებელია ექსტრემისტული დაჯგუფების ქმედებები შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს (მაგ. სსკ 239 მუხლი - ხულიგნობა), ან წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (მაგ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა). წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების ქმედებები კანონით გათვალისწინებული რეაგირების გარეშე დარჩეს.
ფუნდამენტურია, რომ გამოძიებისა და ბრალდების ორგანოებმა სათანადოდ გაითავისონ დისკრიმინაციის ფაქტების სიმწვავე და საფრთხე დემოკრატიულ საზოგადოებაში, სისხლის სამართლის გამოძიება წარმართონ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის გადმოსახედიდან, გამოიყენონ სსკ-ის 53.3 პრიმა მუხლი, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულებისთვის, მოახდინონ ყველა პასუხისმგებელ პირთა (ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებისა და მეზობლების) გამოვლენა და ჩადენილი ქმედების შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება" - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
საია "კივის" კაფეს თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ განხორციელებულ ძალადობის შედეგად დაზარალებული 2 პირის ინტერესებს იცავს.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები