სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. უწყების შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სუს-ში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე თქმით, საკითხს განიხილავენ 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.