დემოკრატია მოკვდა — ბრიტანეთში პარლამენტის მუშაობის შეჩერებას აპროტესტებენ
დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები პარლამენტის მუშაობის შეჩერებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებამ, ხუთი კვირით შეჩერდეს პარლამენტის მუშაობა, ბრიტანული დემოკრატია მოკლა.
მოქალაქეები 28 აგვისტოს, საღამოს ვესტმინსტერთან შეიკრიბნენ. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი და ბრექსიტის საწინააღმდეგო ბანერები მიიტანეს. ამასთანავე, შეიქმნა პეტიცია, რომელიც პარლამენტის მუშაობის აღდგენას ითხოვს და რომელმაც მილიონი ხელმოწერა უკვე დააგროვა.
28 აგვისტოს ბრიტანეთის მთავრობამ დედოფალს სთხოვა, რომ 12 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტის მუშაობა შეაჩეროს. დედოფალი მთავრობის შემოთავაზებას დათანხმდა.
ბრექსიტამდე ორი თვით ადრე პარლამენტის მუშაობის შეჩერებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც კონსერვატიულ პარტიაში, ისე ოპოზიციაში. თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერქოუ ამ ნაბიჯს "კონსტიტუციის შეურაცხყოფას" უწოდებს. მისი თქმით, აშკარაა, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერების მიზანი, ბრექსიტზე დებატების ჩახშობაა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ჯონსონის გადაწყვეტილება "დემოკრატიაზე დარტყმად" შეაფასა.
პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დეპუტატები ბრექსიტის პროცესში სრულყოფილად მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამავე დროს, პარლამენტის წევრებს არ დარჩებათ დრო იმისთვის, რომ მიიღონ რაიმე კანონი, რომელიც შეთანხმების გარეშე ბრექსიტს შეუშლის ხელს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება ე.წ. მკაცრი ბრექსიტის სურვილს არ უკავშირდება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არ აპირებს ევროკავშირიდან გამოსვლას დაელოდოს, რათა ქვეყანა წინ წაიყვანოს. ის ამტკიცებს, რომ თემთა პალატის წევრებს სამსჯელოდ საკმარისი დრო ექნებათ.
პარლამენტის მუშაობის შეჩერება პარლამენტის დათხოვნისგან განსხვავდება. BBC-ის განმარტებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მცირე ხნით მუშაობას ყოველწლიურად აჩერებს, ძირითადად აპრილში ან მაისში. ამ პერიოდში სრულად ჩერდება საკანონმდებლო მუშაობა. მინისტრები და პარლამენტარები თავიანთ პოსტებს ინარჩუნებენ, თუმცა პარლამენტში განხილვები და კენჭისყრები არ ტარდება.
თეორიულად დედოფალს შეეძლო, ბორის ჯონსონისთვის უარი ეთქვა, რადგან ის ქვეყნის სუვერენია, თუმცა მრავალსაუკონოვანმა ტრადიციებმა კონსტიტუციური მონარქის მოქმედებები შეზღუდა. ელისაბედ მეორე მთავრობის მოქმედებებში არ ერევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმოწერის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება ძალაში არ შედის. დედოფალი არც პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები