გაბედნიერებამდე უმოკლესი გზა, შესაძლოა, მისკენ სწრაფვის შეწყვეტა იყოს
როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ?
ბევრის აზრით, ამისათვის რთული გზის გავლაა საჭირო და რაც მეტ ძალისხმევას დავახარჯავთ მიზნის ასრულებას, მით მეტ სარგებელს ვნახავთ. გაიხსენეთ შთამაგონებელი სიტყვები ელიზაბეტ ჯილბერტის ცნობილი რომანიდან, ჭამე, ილოცე, შეიყვარე: "ბედნიერება ადამიანური ძალისხმევის შედეგია. იბრძვი, მისკენ მიისწრაფი და ხანდახან მის საპოვნელად მთელი მსოფლიოს შემოვლაც კი გიწევს. და როცა ბედნიერებას მიაღწევ, არც მაშინ უნდა მოდუნდე - მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა უნდა განაგრძო. თუკი სამუდამო ბედნიერება გსურს, მთელი ძალისხმევით უნდა იცურო, რომ ცხოვრების ზედაპირზე დარჩე. თუ ამას არ იზამ, თანდაყოლილ კმაყოფას გაანიავებ".
ასეთი მიდგომა, შესაძლოა, ზოგს ბედნიერების მოპოვებაში მართლაც დაეხმაროს. თუმცა მეცნიერული კვლევებით დგინდება, რომ ბევრისთვის ამ რჩევის მიყოლა, შესაძლოა, შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს - გამოიწვიოს სტრესი, მარტოობა და მარცხის განცდა. ამ უკანასკნელი მოსაზრების მიხედვით, ბედნიერება დამფრთხალ ჩიტს ჰგავს - რაც უფრო მეტად ცდილობ მის დაჭერას, მით უფრო შორს მიფრინავს ის შენგან.
ეს აღმოჩენა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რატომ განიცდის ზოგიერთი ადამიანი სტრესსა და იმედგაცრუებას ისეთ განსაკთურებულ დღესასწაულებზე, როგორებიცაა დაბადების დღე და შობის ან ახალი წლის ღამე. ამას გარდა, ამ კვლევის შედეგები ხანგრძლივი ბედნიერების მოპოვებასა და ცხოვრების მიზნების სწორად განსაზღვრაშიც შეიძლება დაგვეხმაროს.
თვითდახმარება თუ თვითშეფერხება?
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ირის მაუსი ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგი იყო, ვინც ამ მოსაზრების დამტკიცებას მეცნიერული მეთოდებით შეეცადა. როგორც თვითონ ამბობს, ის აშშ-ში უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნებულმა იმ უამრავმა წიგნმა შთააგონა, რომლებიც ბედნიერებას ცხოვრების არსებით და განუყოფელ ნაწილად სახავენ. "სადაც უნდა გაიხედოთ, ყველგან შეგხვდებათ წიგნები, რომლებიც გეუბნებიან, როგორი კარგია თქვენთვის ბედნიერება და ამიტომაც საკუთარი თავის გაბედნიერება ლამის მოვალეობად უნდა აქციოთ", - ამბობს ის. მაგრამ ეს წიგნები, შეიძლება, ადამიანებს ფუჭ იმედებს უღვივებდნენ, - "ადამიანებმა, შესაძლოა, ზედმეტად დიდი მოლოდინები შეიქმნან - მათ, შეიძლება, იფიქრონ, რომ მუდამ ბედნიერები ან უსაზღვროდ ბედნიერები უნდა იყვნენ. ამ მიზნის ვერმიღწევას კი იმედგაცრუების გამოწვევა შეუძლია".
მაუსს ასევე აინტერესებდა, საკუთარი თავისთვის მარტივი კითხვის - რამდენად ბედნიერი ვარ? - დასმასაც კი ხომ არ შეეძლო ისეთი თვითშეგნების ჩამოყალიბება, რომელიც სასურველ შეგრძნებას კიდევ უფრო მიუწვდომელს გახდიდა.
მაუსმა თავის კოლეგებთან ერთად ამ იდეის გამოსაცდელად რამდენიმე კვლევა ჩაატარა. ერთ-ერთ მათგანში მონაწილეებს რამდენიმე ისეთი განცხადების შეფასებას სთხოვდნენ, როგორებიცაა:
- ის, თუ რამდენად ბედნიერი ვარ ამა თუ იმ მომენტში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ღირებულია ჩემი ცხოვრება;
- ცხოვრებას მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, დროის უმეტეს ნაწილში თავს ბედნიერად უნდა ვგრძნობდე;
- ცხოვრებაში იმ მოვლენებს ვაფასებ, რომელთაც ჩემ გაბედნიერებაში წვლილი შეაქვთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტად ეთანხმებოდნენ მონაწილეები ამ განცხადებებს, მით ნაკლებად იყვნენ კმაყოფილები ცხოვრებით.
თუმცა ამ შედეგის სწორი შეფასებისთვის მონაწილეების სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინება გახდა საჭირო. მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლო წარსულში ახლობლის გარდაცვალებით მიღებული სტრესი გადაიტანეს, ბედნიერებისადმი გამომუშავებული დამოკიდებულება დიდს არაფერს უცვლიდათ. ასე რომ, როცა მძიმე მდგომარეობაში ხართ, გაბედნიერების სურვილი თავს უარესად მაინცდამაინც არ გაგრძნობინებთ. თუმცა ამას კმაყოფილების იმ გრძნობის ჩახშობა კი შეუძლია, რომელსაც კარგ დღეებში ბუნებრივად განიცდით.
მაუსის და მისი კოლეგებისთვის შემდეგი ნაბიჯი იმის გარკვევა იყო, მანიპულაციის შედეგად ადამიანების მოკლე დროით გაბედნიერებას თუ შეძლებდნენ. მათ მონაწილეთა ნახევარს ისეთი საგაზეთო სტატის წაკითხვა სთხოვეს, რომელშიც ბედნიერების მნიშვნელობაზე იყო საუბარი. მეორე ნახევარმა კი წაიკითხა სტატია "გონივრული განსჯის" სარგებლიანობაზე, სადაც ემოციებზე არაფერი იყო ნათქვამი. ამის შემდეგ მეცნიერთა გუნდმა მონაწილეებს ოლიმპიადაზე გამარჯვების შესახებ გულისამაჩუყებელი ფილმის ნახვა სთხოვა. ფილმის დასრულების მერე კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, რა გრძნობები აღუძრა მათ ნანახმა.
მკვლევრებმა კვლავ ირონიული ეფექტი შენიშნეს: ფილმმა იმ ადამიანების განწყობა ნაკლებად აამაღლა, რომლებსაც ბედნიერების მიღწევის მიზნად დასახვაზე ჰქონდათ სტატია წაკითხული. როგორც ჩანს, ბედნიერების შესახებ ტექსტის წაკითხვამ მონაწილეებს იმის მოლოდინი გაუჩინა, თუ როგორ უნდა ეგრძნოთ თავი ოპტიმისტური და იმედიანი ისტორიის ყურებისას. ამიტომაც ისინი თავიანთ გრძნობებს მუდმივად უყურადებდნენ და თუ მათი განწყობა წინასწარ თვითდაწესებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა, ფილმის ყურებას იმედგაცრუებულები ასრულებდნენ.
თქვენ ალბათ მნიშვნელოვანი მოვლენის - მაგალითად, ქორწილის ან ძვირადღირებული, დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობის - დროს თავი ასე უკვე გიგრძვნიათ: რაც მეტად გინდოდათ, ყოველი წამით დამტკბარიყავით, მით ნაკლებ სიამოვნებას იღებდით. სადმე ახლოს, მოულოდნელად დაგეგმილი კარგი მოგზაურობით კი, შეიძლება, ბევრად დადებითი ემოციები მიგიღიათ. მაუსის კვლევის მიხედვით, ამ ფენომენმა გავლენა თქვენი ცხოვრების უამრავ ასპექტზე შეიძლება იქონიოს.
ირკვევა, რომ გაბედნიერების სურვილს მარტოობისა და იზოლაციის შეგრძნებების გაზრდაც შეუძლია. ალბათ იმიტომ, რომ ეს სურვილი გარშემომყოფების დაფასების ნაცვლად მთელი ყურადღების საკუთარ თავზე და გრძნობებზე გადატანას გაიძულებთ. "საკუთარ თავზე კონცენტრირების გამო, შესაძლოა, სხვებთან ნაკლებად ვიურთიერთოთ და ისინი უფრო მეტად განვსაჯოთ, თუ გადავწყვეტთ, რომ ბედნიერების მიღწევაში ხელს გვიშლიან", - ამბობს მაუსი.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ტორონტოსა და რატგერსის უნივერსიტეტების პროფესორებმა, სემ მალიომ და აიკიანგ კიმმა დაადგინეს, რომ ბედნიერებისკენ მიზანმიმართულ სწრაფვას კიდევ ერთი უარყოფითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია; კერძოდ, ჩვენ, შეიძლება, იმის შეგრძნებამ გაგვტანჯოს, რომ დრო ხელიდან გვეცლება.
მაუსის მსგავსად, მალიომ და კიმმაც მიზეზშედეგობრივი კავშირების დასადგენად რამდენიმე მახვილგონივრული კვლევა ჩაატარეს. ერთ-ერთ მათგანში მონაწილეებს ათი ისეთი რამის დასახელებას სთხოვდნენ, რაც მათ აბედნიერებდათ (სიაში ისეთი მარტივი რამეც შეიძლებოდა შეეტანათ, როგორიც ოჯახთან დროის გასატარებლად კვირაში რამდენიმე საათის გამოყოფაა). იმის მაგივრად, რომ დადებით ემოციებზე ფიქრს მონაწილეებში ოპტიმისტური შეგრძნებები გამოეწვია, ისინი იმაზე ანერვიულდნენ, რომ ამ რაღაცების გასაკეთებლად არასაკმარისი დრო ჰქონდათ. შედეგად, მათ ნაკლებად ბედნიერად იგრძნეს თავი. აი, იმის ჩამოთვლას კი, რაც მათ იმ მომენტში ანიჭებდათ ბედნიერებას, სტრესი არ გამოუწვევია - ამ შემთხვევაში პრობლემად მონაწილეთა ბედნიერების მაჩვენებლის გაზრდის სურვილი იქცა.
მალიოს აზრით, პრობლემა არის ის, რომ ბედნიერებისთვის ბრძოლა ბუნდოვანი და ემოციური პროცესია - ძალიან რთულია, საკუთარი თავისთვის იმის თქმა, რომ ბედნიერების მაქსიმუმს მიღწიე. მაშინაც კი, თუ სრულიად კმაყოფილი ხართ, ამ შეგრძნების გახანგრძლივება გსურთ. შედეგი ისაა, რომ ყოველთვის მეტის კეთება გიწევთ. "სასიხარულო რაღაცების კეთებისას განცდილ ბედნიერებას, რომლითაც აწმყოში შემიძლია ვისიამოვნო, ასუსტებს იმაზე ფიქრი, რომ ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად უნდა გავისარჯო, თანაც - მუდმივად", - ამბობს ის.
მალიოს კვლევის შედეგების თანახმად, ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნში გაწერილ ბედნიერების ფორმულას, - რომ თუკი სამუდამო ბედნიერება გსურს, მთელი ძალისხმევით უნდა იცურო, რომ ცხოვრების ზედაპირზე დარჩე, - სინამდვილეში, ჩვენი გაუბედურება შეუძლია.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სერიოზული ფსიქიკური დაავადების, მაგალითად, დეპრესიის შემთხვევაში მკურნალობას თავი უნდა აარიდოთ: ასეთ დროს, უმჯობესია, ექიმთან მიხვიდეთ. არც ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა თქვათ უარი, როგორიც, მაგალითად, მოძალადე პარტნიორის მიტოვებაა. არის შემთხვევები, როცა საკუთარი თავის დაუყოვნებლივ გაბედნიერებაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ.
მაგრამ თუ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე არ დგახართ, მაშინ ამ კვლევების შედეგთა გათვალისწინებით, შესაძლოა, თქვენი ქცევებისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლა ღირდეს. მალიო აღნიშნავს, რომ სოციალურ მედიაში სხვათა შესანიშნავ ცხოვრებას ვხედვათ, რომელიც სურვილს, ვიცხოვროთ უფრო ბედნიერად და საინტერესოდ, მნიშვნელოვნად ზრდის. მისი აზრით, ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, ცხოვრების სტანდარტების დასაწესებლად სხვებს რომ არ შევყურებდეთ.
"თუ მუდმივად თვალწინ გყავთ მეგობარი, რომელიც დასასვენებლად რომელიმე ეგზოტიკურ ადგილასაა ან მდიდრულ რესტორანში სადილობს, ამან, შეიძლება, გაფიქრებინოთ, რომ სხვები თქვენზე ბედნიერად ცხოვრობენ - და იმავეს მისაღწევად მიზნების დაწესება მოგანდომოთ. ვფიქრობ, რომ გაბედნიერების სურვილით ადამიანები ახლა უფრო შეპყრობილები არიან, ვიდრე ოდესმე", - ამბობს მალიო.
მაუსი კი უმარავ კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნეგატიურ შეგრძნებებს არ გაურბიან და მათ, როგორც კეთილდღეობის მტერს, მუდმივად არ ებრძვიან, თავისი ცხოვრებით საბოლოოდ უფრო კმაყოფილები არიან ხოლმე. "როცა ძალიან ცდილობთ, გახდეთ ბედნიერი, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ნეგატიური მოვლენები უფრო მუქ ფერებში შეაფასოთ. ასეთ დროს, როცა კი ბედნიერების ნაცვლად სხვა რამეს განიცდით, საკუთარ თავს კიცხავთ", - ამბობს ის. ამ მიზეზების გამო ის გვირჩევს, ცხოვრების დადებით და უარყოფით მომენტებს თანაბარი შემართებით გავუმკლავდეთ და არასასიამოვნო შეგრძნებათა მთლიანად გაქრობის მცდელობის ნაცვლად, გავიაზროთ, რომ ცუდად ყოფნაც წარმავალია.
ამასთან, არცერთი კვლევა არ უარყოფს, რომ მეთოდები, როგორებიცაა ისეთი რაღაცების ჩამოთვლა, რისი მადლიერიც ხართ და სხვებისთვის სიკეთის კეთება, თქვენს კეთილდღეობას აუმჯობესებს - განსაკუთრებით თუ მსგავსი ქცევა თქვენში მომენტალური კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. თუმცა ასეთი გზებით თქვენი ხასიათის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ ელოდოთ და ეცადეთ, გამუდმებით იმაზე არ იფიქროთ, თუ როგორ გრძნობთ თავს.
ბედნიერება, მართლაც რომ, დამფრთხალ ცხოველს ჰგავს. როცა მის შეპყრობაზე ფიქრს შეწყვეტთ, შესაძლოა, ის თქვენს ცხოვრებაში თავისი ნებით გაჩნდეს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები