ომბუდსმენი: გადაუჭრელია ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საკითხი
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დრომდე გადაუჭრელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კანონმდებლობაში არ ასახულა. ამ შეფასებით ეხმაურება უჩა ნანუაშვილი, დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ასახულია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში.
ომბუდსმენის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება აღმზრდელების სისტემური გადამზადების, ბავშვის მიმართ ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები:
"მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას არ ხდება ბავშვის აზრის გათვალისწინება. დასახვეწია არასრულწლოვანთა საზღვარზე გადაყვანის შესახებ არსებული კანონმდებლობა. ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებადი დამხმარე ქვეპროგრამების ნაწილი სრულფასოვნად ვერ ფარავს არასრულწლოვნების საჭიროებებს. სოციალური სამსახური დღემდე არ არის აღჭურვილი საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებით. მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა".
ომბუდსმენის მონაცემთა ცხრილში, რაოდენობრივი განაწილების დროს, გამოიკვეთა, რომ ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები ისევ გამოწვევად რჩება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას და ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას. ომბუდსმენის რეკომენდაციით, აუცილებელია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენცია, სპეციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებით.
ომბუდსმენის განცხადებით, სავალალოა მედია საშუალებებში არასრულწლოვანთა თემების გაშუქების ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები:
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შედეგების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში, მედიაში არასრულწლოვანთა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ხშირ შემთხვევაში, ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დარღვევებით შუქდებოდა:
"აღნიშნულ სფეროში განსაკუთრებით პრობლემური იყო დაზარალებული ბავშვებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების, საცხოვრებელი ადგილის, სასწავლო დაწესებულებისა და საქმის ცალკეული დეტალების იდენტიფიცირება".
პრეზენტაციის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები