როგორ აფასებენ კინოკრიტიკოსები ტოდ ფილიპსის ჯოკერს?
ცოტა ხნის წინ, ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ტოდ ფილიპსის Joker-ის პრემიერა შედგა. ფილმის საკინოთეატრო პრემიერა 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ფილმში მოქმედება 80-იანი წლების გოთემში ხდება, მთავარი გმირი არტურ ფლეკია. შეუმდგარი სტენდ-აფ კომიკოსი, რომელიც შემდეგ სადისტი კლოუნი და კრიმინალური ვარსკვლავი ხდება. ფილმის სიუჟეტი ალან მურის და ბრაიან ბოლანდის გრაფიკული ნოველაზე Batman: The Killing Joke-ზეა დაფუძნებული. მთავარი გმირი, ფილმის მსგავსად, აქაც კომიკოსია, რომელიც მრავალი საზარელი შემთხვევის შემდეგ ჯოკერის როლს ირგებს. ასევე ისიც ითქვა, რომ ფილმის ინსპირაციებს შორის არის მარტინ სკორსეზეს კლასიკური შემოქმედება — Taxi Driver, Raging Bull და The King of Comedy. შეგახსენებთ, რომ მარტინ სკორსეზე ჯოკერის აღმასრულებელი პროდიუსერია.
კინოსურათთან დაკავშირებით კინოკრიტიკოსებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ, მეტ-ნაკლებად სრული სურათის წარმოსადგენად კი გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს სხვადასხვა წამყვანი გამოცემების მიმოხილვებიდან.
The Hollywood Reporter: დევიდ რუნი
"სცენარი ჭკვიანურად არის დაწერილი და გვიჩვენებს ორად გაყოფილ ქალაქს, მორალურად გაბანკროტებულ ამერიკას, სადაც თანამედროვე ამერიკის ექოებსაც მოვკრავთ ყურს. ფართო აუდიტორიამ ფილმი შესაძლოა საკმაოდ კარგად მიიღოს. მათ შორის ისეთებმაც, ვისაც დიდად არ უყვარს კინო სუპერგმირების შესახებ. ლოურენს შერის საოპერატორო ნამუშევარი და მარკ ფრიდბერგის პროდაქშენის დიზაინი საუკეთესოდ ასახავს პროტაგონისტის მხურვალე ფსიქოზს. Joker ბეტმენის მონათესავე საუკეთესო ფილმია, რომელიც The Dark Knight-ის შემდეგ გადაუღიათ."
BBC: ნიკოლას ბარბერი
"ბნელი დრამა ურბანულ დანაწევრებასა და იზოლაციაზე, ანტიკაპიტალისტური პროტესტით და ხოაკინ ფენიქსის გამორჩეული რეტრო ხედვითა და საუკეთესო მთავარი გმირის პერფორმანსით. ამ და სხვა დეტალების ხარჯზე Joker სხვა სუპერვილანებზე გადაღებულ ფილმებზე ბევრად კარგია, თუმცა ეს საკითხი შეგვიძლია ღიად დავტოვოთ."
ბარბერი ფილმის ვიზუალურ სტილს და პერფორმანსებს კარგად აფასებს, თუმცა საბოლოო ჯამში ორსაათიან ფილმს, რომელიც სუპერვილანის წარმოშობის ისტორიას გვიყვება, უხეშს უწოდებს. მისი რეცენზია კი ძირითადად იმ საკითხის განხილვას ეფუძნება, თუ რამდენად არის ფენიქსის ჯოკერი უფრო ზრდასრული და ინტელიგენტი, ვიდრე წინა სუპერვილანები. მისი პოზიციები კი ჯოკერის პოზიციებს ნაკლებად იცავს.
The Guardian: ქსან ბრუქსი
"ხოაკინ ფენიქსი კომიქსის გმირს გვიჩვენებს, რომელიც აქამდე ჯოკერის უკან იყო დარჩენილი, ეს არაჩვეულებრივად გაცოცხლებული საწყისი ისტორია ამ წლის ვენეციის ფესტივალს ფეიერვერკივით დაატყდა თავს. ტოდ ფილიპსის ბლოკბასტერი ბეტმენის დაუძინებელი მტრის, ჯოკერის ადრეულ წლებს გვაჩვენებს, სადაც ის ჯერ კიდევ წარუმატებელი კომიკოსია. მარტოსული და მარტოხელა, დაკარგული ადამიანი, რომელსაც სამყაროსთან კავშირი აღარ აქვს. ფილმი ერთგვარი მოწოდებაა, მოწოდება რომ გვიყვარდეს მონსტრი. ფენიქსი არტურ ფლეკის როლს ასრულებს, რომელიც შვიდ განსხვავებულ პრეპარატს სვამს და ლამინირებულ ბარათებს ატარებს, რომლებზეც წერია "მომიტევეთ სიცილი, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს". მას კომედიანტობა სურს, თუმცა სცენაზე გამოსვლისას იბნევა. წვეულებებზე ანიმატორობა სურს, თუმცა სამსახურიდან აგდებენ, როდესაც საბავშვო ოთახში პისტოლეტი უვარდება."
IndieWire: დევიდ ერლიხი
"ეს არის ფილმი მკვლელ ნარცისზე, რომელიც თვლის, რომ სამყაროს ყურადღება მას უნდა ეკუთვნოდეს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოკლას მხოლოდ იმის გამო, რომ შემდეგ გულიანად იცინოს. ფილმი ასევე კაპიტალისტური სამყაროს დეჰუმანიზების ეფექტებს გვიჩვენებს. ეკონომიკურ კიბეს, რომელიც გაპოხილია და ზემოთ ასვლა თითქმის შეუძლებელია. ფილმი შლის საზღვრებს პირად ქონებასა და პირად ღირებულებებს შორის, იქამდე, სანამ ცხოვრება აბსოლუტურ ფასს არ დაკარგავს. ტოდ ფილიპსმა, რომლის კინომემკვირდრეობაც აქამდე მხოლოდ Hangover-ის ტრილოგიით ფასდებოდა, შექმნა ფილმი განსაკუთრებული ხედვით, მოულოდნელობის ეფექტით, სადაც პარადიგმებს ერთმანეთში ურევს და სრული მორალური ქაოსს წარმოაჩენს. ფილიპსი სადღაც შუაშია გაჭედილი, სადაც ერთი მხრივ ცდილობს ახალი სუპერგმირის ფილმი შექმნას, ამავდროულად კი ძველ, იაფფასიან ნიღაბს გვესვრის, ძველი სულელური ისტორიიდან, რომელიც ათასჯერ გვაქვს მოსმენილი. მას სურს, რომ ჯოკერი ამ ისტორიის სინათლეც იყოს და სიბნელეც, ინიც და იანიც."
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები