გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამას პარლამენტში, სავარაუდოდ, დღესვე დაარეგისტრირებს
On.ge-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს დღესვე წარუდგენს. ის ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ბახტაძის შემცვლელად ერთი საათის წინ დაასახელა.
პროცედურულად, სამთავრობო პროგრამა პარლამენტში რეგისტრაციის შემდეგ ბიუროზე გავა, სადაც მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო პროცედურები გაიწერება. მინისტრობის კანდიდატებს თემატურ კომიტეტებზე მოუსმენენ და საბოლოოდ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 76 დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ივანიშვილის თქმით, კანდიდატურა თავად წარადგინა და მან სრული მხარდაჭერა მიიღო.
რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ამტკიცებდა, რომ პრემიერობა არ სურს. ასევე, ამბობდა, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანდა, ამიტომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის.
გიორგი გახარიას ხმაურიანი შს მინისტრობა
მას შემდეგ, რაც პოლიციამ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და ორმა თვალი დაკარგა, მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია #სირცხვილია დაიწყო. გახარია ამბობდა, რომ დაშლის ბრძანება თვითონ გასცა და ასევე ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ, როცა დაშლა დაიწყო. მისი თქმით, პოლიციას არ გამოუყენებია არც ერთი ტყვია, რომელიც კანონით აკრძალულია. გახარია ამბობდა იმასაც, რომ ყველაფერი, რაც აქციის ღამეს მოხდა მისი პასუხისმგებლობაა.
გახარიას მინისტრობას უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე. მათ შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაც, როცა მინისტრი მეოთხე დღესვე ამტკიცებდა, რომ ყველა დამნაშავე დაკავებულია, გამოძიება კი ამ დრომდე გრძელდება და ერთ-ერთი ბრალდებული ერთი წლის შემდეგ დააკავეს. მის სახელს უკავშირდება ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაცია და საპროტესტო აქციები, რომელიც მინისტრმა "ბოდიშით" დაასრულა. მისი მინისტრობის დროს არ მიეცა LGBTQI თემს უსაფრთხოების გარანტიები საპროტესტო აქციების გასამართად და პრაიდის ჩასატარებლად. მისივე ბრძანებით ჩატარდა სპეცოპერაციაც პანკისში, რომელიც მოსახლეობასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხვადასხვა საქმეზე მას შანტაჟსა და მუქარაშიც ადანაშაულებდნენ, რასაც ის უარყოფდა. მათ შორის თიბისი ბანკის. თიბისის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მინისტრისგან წინასაარჩევნო პერიოდში მუქარის წერილი მიიღო. შანტაჟზე საუბრობს ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ოჯახიც, რომელიც, ასევე, გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს.
პროფესიული გამოცდილება
გიორგი გახარიას არის ბიზნესის მართვის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი. 1994-2000 წლებში ის სწავლობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, პოლიტიკურ მეცნიერებების განხრით. 2002-2004 წლებში კი სწავლობდა ისევ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში ბიზნესის მართვის სპეციალიზაციით.
- 2019 წლის აპრილიდან დღემდე — ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;
- 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე — საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი;
- 2016 წლის 27 ნოემბერი - 2017 წლის 13 ნოემბერი — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
- 2014 წლის დეკემბერი - 2016 წლის სექტემბერი — ეკონომიკური საბჭოს მდივანი;
- 2013 წლის მარტი - 2016 წლის ივლისი — საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;
- 2008 წლის ნოემბერი - 2013 წლის თებერვალი — Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში;
- 2006 წლის სექტემბერი - 2009 წლის მაისი — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი;
- 2004 წლის მაისი - 2008 წლის ნოემბერი — SFK Group - გენერალური დირექტორი
პროცედურები დასანიშნად
პროცედურულად, ქართულმა ოცნებამ გახარიას კანდიდატურა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს გადაუგზავნის განსახილველად. შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან, ასევე, უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც. ამის შემდეგ კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები